ზოგიერთი კოსმოსური აპარატი, მაგალითად ”როზეტა” ან ”კასინი”, დამატებითი იმპულსის მისაღებად პლანეტებისა და მათი თანამგზავრების შემოფრენისას, ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზის გამო თეორიულისაგან განსხავებული სიჩქარეებით იწყებენ მოძრაობას. ამის მიზეზი მზიური რადიაცია, მოქცევის ძალები, რელატივისტური ეფექტები და ბნელი მატერიაც კი შეიძლება აიყოს.
მაღალი სიზუსტით ეს ანომალია დედამიწის გარშემო შემოფრენების დროს, ნასას რომბლედო დე ჩაბელასა(მადრიდი) და ევროპის კოსმ. სააგენტოს ცერბეროსის(ავილა) სამეთვალყურეო სადგურების საშაულებით, კოსმოსური აპარატების სიჩქარეთა ვარიაციებზე რადარებით დაკვირვებისას დაფიქსირდა.
1990 წელს გრავიტაციული მანევრის შესრულების დროს ზონდმა – ”გალილეო”, 4 მილიმეტრი წამში ზედმეტი აჩქარება შეიძინა, 1992 წელსაც იგივე განმეორდა. 1998 ელს ზონდმა NEAR, ნავარაუდევზე 13 მმ/წმ. მეტი აჩქარება აჩვენა, ხოლო 1999 წელს პირიქით, ”კასინი” 2 მმ/წმ-ით დამუხრუჭდა. 2005 წელს ზონდებმა ”მესენჯერი” და ”როზეტა”, 0,02 მმ/წმ. და 1,82 მმ/წმ. ზედმეტი აჩქარება მიიღეს შესაბამისად.
ამ ანომალიის რაიმე სარწმუნო ახსნა მეცნიერებმა ვერ მოიპოვეს, მხოლოდ ჰიპოთეზები – მზიური რადიაცია, მაგნიტური ველები და მოქცევის ძალები, დედამიწის გრავიტაციულ ველში მოქცეული ბნელი მატერია.
ფიზიკოსი ლუის ასედო როდრიგესის აზრით, ანომალური ეფექტები დედამიწსეული პარალელების შესაბამისი გრავიმაგნიტური ველით შეიძლება აიხსნას.
”ფარდობითობის ზოგადი თეორია ასეთი ველის არსებობას წინასწარმეტყველებს, თუმცა მერიდიანების შემთხვევაში ის ექსპერმენტ Gravity Probe B(აინშტაინის თეორიების კიდევ ერთი მტკიცებულება)-ეს საშუალებით იქნა დამტკიცებული” – ამბობს როდრიგესი, თან აღიარებს, რო ამ მოდელს მნიშვნელოვანი შეზღუდვები გააჩნია – ”ძალოვანი ველი რომ არსებობდეს, მისი ზემოქმედება აპარატების ელიფსურ ორბიტებზეც შესამჩნევი გახდებოდა, გეოდინამიური თანამგზავრები LAGEOS ან LARES მას დიდი ხნის წინ დააფიქსირებდნენ”.
გრავიტაციის გაგების საქმეში სიჩქარეთა ამ განსხვავებებს სერიოზული შედეგები შეიძლება მოყვეს, ამბობს როდრიგესი: ”ბევრი მოწმობა არსებობს იმისა, როცა ასტრონომიულ დაკვირვებებში აღმოჩენილი მცირე ანომალიები ახალი თეორიული კონცეფციების გაჩენას იწვევდნენ, მაგალითად, მერკურის პერიჰელიუმის წანაცვლება(უახლოესი წერტილი მზესთან). თუ ამ საკითხის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა, ის ახალი თეორიების გაჩენის მიზეზი შეიძლება გახდეს”.
ბოლოს ასეთი ანომალია ”ჯუნო”-მ აჩვენა, რომელიც იუპიტერისკენ 2013 წლის ოქტომბერში გაუშვეს. ნასას, ამ მოგზაურობის შესახებ ჯერჯერობით არაფერი გამოუქვეყნებია, თუმცა ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ როცა ზონდმა დედამიწასთან გაიფრინა, მისი სიჩქარე თეორიულისგან განსხვავებული აღმოჩნდა(დედამიწის ხელოვნური თანამგზავრები).