კოსმონავტები და ამო(UFO)

 2002 წელს ამერიკის ქალაქ ლაფლინში, შტატი ნევადა, უფოლოგიური კონგრესი ჩატარდა :). დემონსტრირებული დოკუმენტური ფილმის ერთ-ერთ სიუჟეტში საბჭოთა კოსმონავტები მათ მიერ დანახულ ამოზე საუბრობდნენ(10 ლეგენდარული ასტრონავტი).

 ვალადიმირ კოვალენოკი

 ავიაციის გენერალ-პოლკოვნიკი, საბჭოთა კაშირის ორგზის გმირი. იფრინა სხვადასხვა კოსმოსური ხომალდებით: „სოიუზ-25,29,31“ და ორბიტალური სადგური „სალიუტ-6“, „სოუიზ-Т-4“ და ისევ ორბიტალური „სალიუტ-6“(1981 წლის მარტი-მაისი).

 1981 წლის 5 მაისს, დაახლოებით 18:00-ზე, „სალიუტ-6“ ინდოეთის ოკეანის მიმართულებით აფრიკის თავზე მიფრინავდა. დავალებების შესრულების მერე ილუმინატორში გავიხედე და სადგურის მახლობლად გაურკვეველი წარმომავლობის ობიექტი დავინახე.

 კოსმოსში რაიმე ობიექტამდე მანძლისა და ამ ობიექტის ზომების თვალით შეფასება თითქმის შეუძლებელია. როგორც არ უნდა იყოს თვალსაწიერში ელიფსური ფორმის სხეული შემოვიდა, ზუსტად სადგურის სიმაღლეზე მოძრაობდა, ერთსა და იგივე დისტანციაზე. მოძრაობის მიმართულებით მბრუნავი ობიექტი ყვითლად აელვარდა, მოხდა რაღაც უხმო აფეთქებისმაგვარი რამ. ასეთივე „აფეთქება“ კიდევ განმეორდა. გარკვეული დროის მერე, დარჩენილი მოყვითალო სფეროები თვალთახედვის არედან გავიდნენ.

 გენადი სტრელკოვი

 ასევე ჩინმედლებით დახუნძლული საბჭოთა კავშირის გმირი. 1990 წელს სადგურ „მირ“-ზე ყოფნისას უჩვეულო მოვლენის მოწმე გავხდი. ატმოსფერო აბსოლუტურად სუფთა იყო, სადგურის ქვეშ კუნძული ნიუფაუნდლენდი მილივლივებდა. მოულოდნელად რაღც სფეროსმაგვარი დავინახე. სტრელკოვმა ეკიპაჟის კაპიტანს, მანაკოვს დაუძახა, რომელმაც ეს უცნაური რამ ასევე დაინახა. ობიექტი მხოლოდ 10 წამის განმავლობაში დაიმზირებოდა, ამიტომ ფოტოს გადაღება ვერ მოხერხდა.

 დანახულის შესახებ კოსმონავტებმა ფრენების მართვის ცენტრს შეატყობინეს, თუმცა ახასიათებდნენ, როგორც უჩეულო მოვლენას, გაურკვეველი განსაზღვრებების გარეშე, არანაირი ტერმინი – ამო.

 მუსა მანაროვი

 არანაკლები რეგალიების მქონე კოსმონავტი. 1991 წლის დსაწყისში სადგურ „მირზე“ ვიმყოფებოდი და დედამიწიდან გამოგზავნილი ხომალდის მიღებით ვიყავი დაკავებული. დავიწყე რა ვიდეოგადაღება, ხომალდის ქვემოდან რაღაც სხეული შევამჩნიე, რომელიც თავდიან ამ ხომალდის ანტენა, ან რაიმე სხვა კონსტრუქცია მეგონა. ამასობაში ამ ობიექტმა ხომადიდან დაშოერება დაიწყო. მე მიკროფონი ავიღე და ხომალდში მსხდომთ გავძახე, ბიჭებო თქვენ რაღაც დაკარგეთ.

 უსასრულობაზე დაყენებული ვიდეოკამერის ობიექტივში ეს ობიექტი მკაფიოდ ჩანდა, ანუ სადგურიდან შორს ყოფილა, შეპირაპირებაზე წამოსული ხომალდის უკან. არც კოსმოსური ნაგავი იქნებოდა, რადგან კოსმოსური სააგენტოები ამ ორბიტებს რადარებით აკონტროლებენ, რომლებითაც მსგავსი ვერაფერი დაინახეს.

httpv://www.youtube.com/watch?v=wR8AgUBZRC8

 პავლე პოპოვიჩი

 ავიაციის გენერალ-მაიორი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, სსრკ-ს ორგზის გმირი.

 ჩემს ცხოვრებაში გაურკვეველ მოვლენასთან მხოლოდ ერთხელ მქონდა შეხება. ეს 1978 წელს მოხდა, ვაშინგტონიდან მოსკოვში მოვფრინავდი. 10 კილომეტრის სიმაღლეზე ფრენისას, ტოლფერდა სამკუთხედის ფორმის კაშკაშა ობიექტი შევამჩნიე, რომელიც იალქანს ჰგავდა. 900 კმ/სთ. სიჩქარით მოძრავ თვითმფრინავს ამო-მ ადგვილად გაასწრო, კოსმოსნავტის აზრით, ის ორჯერ მეტი სიჩქარით მაინც მიფრინავდა. ციური იალქანი ყველამ შეამჩნია, მაგრამ ვერავინ თქვა, რა შეიძლება ყოფილიყო ეს, მაშინ არც სამკუთხედის ფორმის თვითმფრინავები არსებობდნენ.

 გენადი მანაკოვი

 სსრკ-ს გმირი. დაფრინავდა ხომალდებზე „სოიუზТМ-10“, „სოიუზТМ-16“ და სადგურზე „მირი“.

 1990 წელს, დედამიწასთან საუბრის დროს მანაკოვი ჟურნალისტ ლეონიდ ლაზარევიჩს ინტერვიუს აძლვდა, რომელშიც ერთი უცნაური მოვლენაც გაიხსენა.

 გუშინ, საღამოს 22:50-ზე, ჩვენ დაივინახეთ ის, რასაც ამო-ს უწოდებენ. ეს იყო უზარმაზარი, ვერცხლისფრად მოელვარე სფერო. ზუდტად ვერ ვიტყვი დედამიწიდან რა სიმაღლეზე, ალბათ 20-30 კმ. გიგანტურ სფეროს მკაფიო მოხაზულობა ჰქონდა და ადვილად დაიმზირებოდა, თუმცა რამდენიმე წამში თვალთახედვიდან გაქრა(რაღაც რეგულარულად ფრინდება მარსიდან; ვატიკანი უცხოპლანეტელებით ინტერესდება; სად გაქრა რეისი 914?; ბილ ქლინთონი უცხოპლანეტელებზე საუბრობს; რა მოხდა ზუსტად 4:10-ზე?; რუსი გენერალი უცხოპლანეტელებზე საუბრობს; ედგარ მიჩელი და უცხოპლანეტელები 🙂).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.