M31 – ანდრომედას გალაქტიკა, ჩვენს გალაქტიკასთან ყველაზე ახლოს მდებარე დიდი სპირალური გალაქტიკაა. 2,5 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე ანდრომედა, დედამიწის ღამის ცაზე ძლივს შესამჩნევი მკრთალი ლაქის სახით ჩანს. მისი შემომფარგლავი იონიზირებული გაზის უზარმაზარი შარავანდედი (ჰალო. ნაჩვენებია იისფრად) კი თვალისთვის შეუმჩნეველია. გაზის ჰალოს შემადგენელი და ზომა პროგრამა AMIGA (ანდრომედას გიგანტური ჰალო)-ს საშუალებით დადგინდა. კვლევის მეთოდად გამოყენებული იქნა შორეული კვაზარების ულტრაიისფერი გამოსხივების შთანთქმაზე დაკვირვება “ჰაბლით”. დიფუზური პლაზმის ჰალო 1,3 მილიონი სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული, რაც ჩვენს გალაქტიკამდე მანძილის ნახევარია და ალბათ, ირმის ნახტომისა და ანდომედას ჰალო ერთმანეთს უკვე ეხება (ქვეყნიერების დასასრული(ირმომედა)).
ანდრომედას გიგანტური ჰალო
Posted by