ჰიგსოგენეზი: ჰიპოთეტური ახალი კოსმოლოგია

 მეცნიერებმა ახალ კოსმოსლოგიურ მოდელზე დაიწყეს ლაპარაკი, რომელიც ”ჰიგსოგენეზის” სახელით არის ცნობილი(Higgsogenesis). ეს ტერმინი ჰიგსის ბოზონების პირველად გაჩენას ეხება ადრეულ სამყაროში, როგორც ბარიოგენეზისას გაჩნდნენ ბარიონები(პროტონები და ნეიტრონები) დიდი აფექთების მერე. ბარიოგენეზი კარგად შესწავლილი პროცესია, ჰიგსოგენეზი კი წმინდა ჰიპოთეტური(შეკითხვები ჰიგსის ბოზონთან დაკავშირებით).

 ექსპერიმენტებში, პროტონზე 125-ჯერ მასიური ჰიგსი გამოჩნდა. ამ მომენტისთვის ყველაფერი ჰიგსის ერთი ნაწილაკისკენ მიუთითებს, თუმცა მისი ზუსტი მახასიათებლების დადგენა ახლაც მიმდინარეობს. მეცნიერები კმაყოფილი არიან, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ნაწილაკი არსებობს, ვიცით მისი ძირითადი თვისებები, გავიგებთ სხვებსაც, ესეიგი, თეირეტიკოსებს სხვადახვა ალტერნატივებზე ფიქრი შეუძლიათ, როგორ იმოქმედებს ეს ნაწილაკი კოსმოლოგიაზე(ცერნი უფლებამოსილია განაცხადოს).

 ამ კონკრეტულ თეორიაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ჰიგსს ანტილაწილაკი გააჩნია – ანტიჰიგსი. პროტონისა და ელექტრონის მსგავს ჩვეულებრივ ნაწილაკებს ანტინაწილაკი პარტნიორები გააჩნიათ(ანტიპროტონი და პოზიტრონი). თუმცა ახლაც არავინ იცის, რატომ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელშიც მატერია, ანტიმატერიაზე დომინირებს(მატერია-ანტიმატერია განსხვავება მსგავსება).

 ამ პრობლემის გადასაჭრელად, ავტორები ჰიგსსა და ანტიჰიგსს შორის ასიმეტრიას გვთავაზობენ. სწორედ ასეთ ასაიმეტრიას შეეძლო გამოეწვია ის, რომ სამყარო მატერიისგან შედგება, უმნიშვნელო რაოდენობის ანტიმატერიით. გარდა ამისა, სამყაროს გაცივებასთან ერთად, ჰიგსის ბოზონები ბნელი მატერიის ნაწილაკებად იშლებიან და ამ უკანასკნელის რაოდენობას ზრდიან. თუ ეს იდეა მართებულია, მაშინ ჰიგსის დაშლისას ბნელი მატერიის კვალი უნდა დავინახოთ. საკმაოდ საინტერსო თეორიაა, თუმცა ძალიან მყიფეც, ადვილად მსხვრევადი, არც ეს უნდა დაგვავიწყდეს(მოკლედ კოსმოლოგიური მოდელის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.