ხვრელები ოკეანეში

 ასეთი ორმოების ფარგლებიდან გამოსვლა ნაგვის ფრაგმენტებს, ნავთობსა და თვით წყალსაც კი არ შეუძლიათ(MIT Technology Review).  შავი ხვრელების გრავიტაცია იმდენად ძლიერია, რომ მათი წიაღიდან გამოღწევას სინათლეც კი ვერ ახერხებს. ეს უცნაური ობიექტები პირველად მეოცე საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინეს – როგორც ფარდობითობის ზოგადი თეორიის განტოლებათა მათემატიკური ამონახსენი, შემდგომ კი რეალურ ასტრონომიულ დაკვირვებებში(პირველად აღმოჩენილი შავი ხვრელი ნამდვილად არსებობს).
ფარდობითობის ზოგადი თეორიის(ფზთ) ყველაზე უფრო საინტერესო განსაკუთრებულობა იმაშია, რომ მისი მათემატიკური აპარატი სხვადასხვა დარგებისთვის დამახასიათებელ პროცესებსაც წარმატებით აღწერს: მაგალითად, ფიზიკოსები ”უჩინარი მოსასხამების” შექმნას მასალისაგან აპირებენ, რომლებიც სინათლეს შემოვლითი მიმართულებით მიმართავენ, მაშინ როცა, შავი ხვრელები გამოსხივებას იგივენაირად გადახრიან, ოღონდ განსახვავებული ფიზიკური კანონებით(გრავიტაციული ლინზირება).
მეცნიერებმა ციურიხიდან და მაიამიდან შავი ხვრელების კიდევ ერთი ანალოგი აღმოაჩინეს – ამჯერად ოკეანის ტურბულენტურ დინებებში.
ისინი ”კოჰერენტულობის(რამდენიმე რხევითი ან ტალღური პროცესების დროში ურთიერთშეთანხმებული მიმდინარეობა) კუნძულებს” წარმოადგენენ არაკოჰერენტული ნაკადების ზღვაში. გარემომცველ არესთან პრაქტიკულად არ ურთიერთქმედებენ და არაგამტარი საზღვრით არიან შემოსაზღვრულნი, რომელსაც ნივთიერებათა მიზერული რაოდენობა კვეთს. მეცნიერებმა კოსმოსურსა და ასეთ ხვრელებს შორის არსებულ მსგავსებას მათემატიკური საფუძველი მიუსადაგეს. მათ მოდელში ”მბრწყინავი ქაფის ზოლი” ფოტონური სფეროს ანალოგის როლში გამოდის, რომელიც შავი ხვრელის მოვლენათა ჰრიზონტის გარეთაა, სადაც გრავიტაცია იმდენად ძლიერია, რომ ფოტონებს ჩაკეტილ ორბიტებზე მოძრაობას აიძულებს(შავი ხვრელის გარშემო ფოტონურ სფეროში).
zgvis zedap temperatura ok ასეთი მათემატიკური მოდელის წინასაწარმეტყველებათა გამოყენებით, მეცნიერებმა წყლის მორევები დინება აგულიასის სამხრეთ საზღვართან აღმოაჩინეს. ამ ნამუშევრით, ალბათ, ოკეანეში მოხვედრილი ნაგვისა და ნავთობის დრეიფის გზები დადგინდება. არ არის გამორიცხული, რომ სამყაროში შავი ხვრელების უამრავი სხვა ანალოგებიც არსებობდნენ, რომელთა როლში, მაგალითად, ქარიშხლები შეიძლება გამოვიდნენ. დიდი წითელი ლაქა იუპიტერზე, ყველაზე უფრო ცნობილი ”შავი ხვრელი” შეიძლება აღმოჩნდეს(10 ფაქტი შავი ხვრელების შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.