ძალიან სწრაფად მბრუნავი სპირალური გალაქტიკები

 რატომ ბრუნავენ ეს გალაქტიკები ასე სწრაფად? თუ მათ მასას ნათობის მიხედვით შევაფასებთ, აღმოჩნდება, რომ სწრაფმა ბრუნვამ ისინი ნაწილებად უნდა დაშალოს. გალაქტიკების მთლიანობის შენარჩუნება ახლა, ჯერჯერობით დაუდგენელი ბუნების მქონე ბნელი მატერიით აიხსნება. თუმცა ზოგიერთი ყველაზე სწრაფადმბრუნავი დისკოს ფორმის გალაქტიკა მდგრადობის ასეთ ზღვარსაც აჭარბებს. ამის გამო ჰიპოთეზა იქნა წამოყენებული, რომ ბნელი მატერიის ჰალო იმდენად მასიურია, ხოლო ბრუნვის სიჩქარე იმდენად სწრაფი, რომ ასეთ გალაქტიკებში, ჩვეულებრივ სპირალურ გალაქტიკებთან შედარებით, ვარსკვლავების ფორმირება შეზღუდულია, რის გამოც ამთი სრული მასა ვერ დაიმზირება. თუ ეს მართლაც ასეა, მაქსიმალური შესაძლო მასის სპირალურ გალაქტიკებთან შეიძლება გვქონდეს საქმე. უჩვეულო ზესპირალების კვლევა გრძელდება, ალბათ, ამაში “ჯეიმს ვებიც” ჩაერთვება, რომლის სტარტი 2021 წლისთვის არის დაგეგმილი (ბნელი მატერია სამყაროს ”ბავშვობის დროინდელ” ფოტოზე; გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები; ყველაზე დიდი სპირალური გალაქტიკა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.