შეჯახებათა სერიები ჯეტებში

შეჯახებათა სერიები ჯეტებში

 კოსმოსური ტელესკოპის – „ჰაბლი“, საშუალებით, ზემასიური შავი ხვრელის ჯეტებში(რელატივისტური ჭავლები, რომლებშიც ნაწილაკები ლამის სინათლის სხივის სიჩქარით მოძრაობენ, დაახლოებით 98% ელექტრომაგნიტური გამოსხივების სიჩქარისა ვაკუუმში)მიმდინარე შეჯახებების ვიდეორგოლის გაკეთება მოხერხდა(Nature).

 ეს ვიდეო აწყობილია ფოტოსურათებით, რომლებსაც „ჰაბლი“ 20 წლის განმავლობაში გალაქტიკა NGC 3862-ს უღებდა. გალაქტიკურ გროვა Abell 1367-ში მდებარე გალაქტიკამდე მანძილი 260 მილიონი სინათლის წელია(ლომის თანავარსკვლავედი).

holle jets
ზემასიური შავი ხვრელის ჯეტები.
lkj3q
მცირე მასის, ე.წ. ვარსკვლავური შავი ხვრელის ჯეტების წარმოქმნა, კომპანიონი ვარსკვლავიდან მატერიის გადმოქაჩვის დროს.

 ანიმირებულ ფოტოებში რამდენიმე კვანძი დაიმზირება, რომლებშიც მატერიის შეჯახება ჯეტის ფარგლებში მოხდა. ახალი კვლევით დადგინდა, რომ ეს პროცესები ჯეტის ნაწილაკთა სიჩქარეების შემცირებას იწვევს.

 NGC 3862 ერთ-ერთი ყველაზე უფრო ელვარე გალაქტიკაა. გალაქტიკათა უმრავლესობის რელატივისტური ჯეტები რენტგენისა და რადიოდიაპაზონებში დაიმზირება, ოპტიკურში კი მხოლოდ ერთეულების დანახვაა შესაძლებელი, მიზეზი ახლაც გამოცანად რჩება, ბოლომდე არც ჯეტების წარმოქმნის მექანიზმია გარკვეული( აქვს თუ არა ჩვენი გალაქტიკის ზემასიურ ხვრელს ჯეტები?რადიოგალაქტიკის მძლავრი ჯეტები).

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *