ყინულოვანი შტორმი მეზობელი ვარსკვლავის სისტემაში

 ტელესკოპმა „სპიცერმა“, რომელიც ამერიკის კოსმოსური სააგენტოს კუთვნილებაა, შეძლო დაეფიქსირებინა ყინულოვანი შტორმი მზის სისტემის მეზობელ ვარსკვლავთან.

 ვარსკვლავის სისტემა ახლა იმ სტადიაზე, რომელზეც ჩვენი რამდენიმე მილიარდი წლის წინ იყო – პლანეტების კომეტებით და მეტეორებით მძლავრი ბომბარდირების პერიოდი. ეს ყინულოვანი ობიექტები, ყველაფრთან ერთდ, პლანეტების წყლითა და მრავალფეროვანი მინერალებით მომარაგებას ახდენდნენ.

 კვლევის დროს, „სპიცერმა“ აღმოაჩინა გაზების დიდი რაოდენობა კაშკაშა ვარსკვლავ Eta Corvi-სთან. სისტემის ასაკი დაახლოებით 1 მილიარდი წელია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს სუსტად ის ასაკია, როცა უნდა დამდგარიყო კომეტებით ბომბარდირების ეპოქა, ზუსტად ისე, როგორც ოდესღც მზის სისტემაში ხდებოდა.

ორბიტალური ტელესკოპი „სპიცერი“(NASA).

 „სპიცერის“ ინფრაწითელი „თვალებით“ ასტრონომები სწავლობდნენ და ანალიზს უკეთებდნენ Eta Corvi-ს გარშემო არსებული მტვროვანი ღრუბლიდან გამოსხივებულ სინათლეს. აღმოჩენილ იქნა ყინულის, წყლის, ორგანული ნაერთებისა და კლდოვანი ქანების კვლები. Eta Corvi-ს და მზის სისტემას ბევრი მსგავსი მონაცემი გააჩნიათ, კერძოდ კი კოიპერის ყინულოვანი სარტყელის მაგვარი რეგიონი, რომელიც ძალიან ბევრი ყინულოვანი ობიექტის თავმოყრის ადგილია.

 მეცნიერები თვლიან, რომ აუცილებელია Eta Corvi-ს სისტემის კვლევის გაგარძელება, რათა უკეთ გავიგოთ როგორ ფორმირდებოდა და ევოლუციონირებდა მზის სისტემა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.