ყველაზე მძლავრი შავი ხვრელი

 ცნობილთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი შავი ხვრელი ასტრონომებმა ორბიტალური „ჩანდრას“ დახმარებით აღმოაჩინეს. გარემო სივრცეზე ზემოქმდების გამო ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესები შეჩერებულია, სამაგიეროდ  გიგანტური ჯეტები წარმოიქმნება.

 ხვრელი გალაქტიკურ გროვა RX J1532-ში მდებარეობს, დედამიწიდან 3,9 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე. წარმოდგენილი გამოსახულება სხვადასვა დიაპაზონში გადაღებული ფოტოებით არის გაკეთებული, რომლებიც „ჩანდრათი“, „ჰაბლითა“ და მიწის ზედაპირზე არსებული ტელესკოპებით გადაიღეს. გროვადან უძლიერესი რენტგენის-გამოსიხვება მოდის, რაც მის მასიურობაზე მეტყველებს, რომელიც კვადრილიონი მზის მასის ტოლფასი შეიძლება იყოს. გროვას ცენტრში ელიფსური გალაქტიკაა(1), ზემასიური შავი ხვრელით ცენტრში.

 კლასტერთან(გროვასთან) ახლოს მდებარე დიდი რაოდენობით გავარვარებული გაზების არსებობა, მეცნიერთათვის გამოცანას წარმოადგენს. გაზი, რომელიც რენტგენში ასხივებს, უნდა ცივდებოდეს, ხოლო ცენტრთან თავმოყრილი გაზების უფრო სქელი მასები კიდევ უფრო სწრაფად უნდა ცივდებოდნენ. გაცივებულ გაზში წნევა ეცემა, რის გამოც გაზი ფართოვდება და გროვას გალაქტიკებში გადადის, რაც თავის მხრივ, ვარსკვლავთწარმომქმნელ პროცესებს აძლიერებს. თუმცა, ასტრონომებმა გროვას ცენტრში მსგავსი ვერაფრერი აღმოაჩინეს(ვარსკვლავი).

VLA

 ამ გამოცანაზე პასუხის გაცემა „ჩანდრასა“ და ყველაზე დიდი ტელესკოპების(VLA(მოკლედ რადიოტალღებისა და რადიოასტრონომიის შესახებ)) დახმარებით მოხერხდა. რენტგენში გადაღებული ფოტოები ცხელ გაზში ორ დიდ ღრუს გვიჩვენებენ, გალაქტიკის ცენტრალური ნაწილის ორივე მხარეს. ორივე ღრუ ჯეტების გასწვრივაა, ისინი VLA-თი გადაღებულ რადიო-ფოტოებზე ჩანან. ზემასიური შავი ხვრელის ამ ღრუებს შორის მდებარეობა იმის მოწმობაა, რომ ჯეტები ცხელი გაზების მასებს „ხვრეტენ“ და გვერდებზე ფანტავენ მათ, რაც შედარებით გაიშვიათებულ რეგიონებს(ღრუებს) წარმოქმნის.

 დარტყმითი ტალღის ფრონტი და გაზებში გაჩენილი ზებგერითი ტალღებიდან გამონთავისუფლებული ენერგია სითბოს წყაროს ქმნიან, რაც გაზების დიდი ნაწილის გაცივებას ეწინააღმდეგება, შესაბამისად, ვარსკვლავების ფორმირებასაც.

 ღრუების სიგრძე 100 000 სინათლის წელია. ანუ ასეთი წარმომაქმნების ფორმირებისათვის ძალიან დიდი სიმძლავრეა საჭირო.

 ენერგიის წყარო, რომელიც ჯეტებს კვებავს, ხვრელზე ვარდნილი ნიბვთიერება უნდა იყოს, თუმცა ამ ნივთიერებებით გაჩენილი რენტგენის გამოსხივება არ დაიმზირება. ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ ზემასიური ხვრელი მზეზე 10 მილიარდჯერ მასიურია. ასეთმა ხვრელმა მძლავრი ჯეტები უნდა წარმოქმნას, თუმცა მატერიის მცირე ნაწილს შთანთქავს, რის გამოც ვარდნილი მატერიის მიერ წარმოქმნილი გამოსხივებაც მცირეა.

 კიდევ ერთი შესაძლო ახსნა: ხვრელი მზეზე მხოლოდ მილიარდჯერ მასიურია, თუმცა ძალიან სწრაფად ბრუნავს. ასეთ ხვრელს კი გაცილებით მეტი სიმძლავრის ჯეტების წარმოქმნა შეუძლია, ვიდრე ნელა მბრუნავს იგივე პირობებში. ყველა შემთხვევაში, ხვრელი ძალიან მასიური უნა იყოს(ვარსკვლავთა მასების განაწილება მათი ფორმირების ადგილზეა დამოკიდებული: არდაბადებული ვარსკვლავები).

httpv://www.youtube.com/watch?v=JjjDCqFUQmE

ჯეტები კვაზარიდან, ანუ აქტიური გალაქტიკის ბირთვიდან, რომლის ცენტრში ზემასიური შავი ხვრელი მდებარეობს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.