ყველაზე ელვარე ბოლიდი უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში

 ა.შ.შ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთის ღამის ცაზე უკანასკნელი 5 წლის დაკვირვებების განმავლობაში დაფიქსირებულთა შორის ყველაზე ელვარე ბოლიდმა ჩაიფრინა(spaceweather.com).  ის, სავსე მთვარეზე გაცილებით კაშკაშა იყო, იუწყება ნასას მეტეორტიული განყოფილება. ბოლიდი ტენესის შტატიდან მეტეორებზე ავტომატური თვალთვალის ერთ-ერთი კამერის ობიექტივში ადგილობრივი დროით 22:30 საათზე მოყვა. სამი წამის განმავლობაში მისმა ელვარებამ -13 ვარსკვლავურ სიდიდეს მიაღწია და ამ დროს ცაზე მყოფი მთვარის შუქი გადაფარა.
მეტეორიტული განყოფილების ხელმძღვანელმა ბილ კუკმა მისი მასა შეაფასა როგორც 50 კილოგრამი, ხოლო ზომა – დაახლოებით 40 სანტიმეტრი. მისი თქმით, ეს ”ლოდი” ატმოსფეროში 23,7 კილომეტრი წამში სიჩქარით შემოიჭრა. ”როგორც მე ვიცი, ეს ყველაზე ელვარე მოვლენაა მათ შორის, რომლებიც უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ჩვენი დაკვირვებებით დაფიქსირდა… ხმოვანი დარტყმის შესახებაც მივიღეთ შეტყობინება(დარტყმითი ტალღა).
მონაცემებით ოთხი დოპლერისეული(დოპლერის ეფექტი) რადარიდან გაირკვა, რომ მეტეორიტები ბოლიდის ფრენის ტრაექტორიის მიმართულებით ჩამოცვივდნენ. კამერებით გაკეთებული ჩანაწერების მიხედვით მეცნიერებმა მეტეოროიდის ტრაექტორია გამოთვალეს – ის ძალიან ჰგავს იუპიტერის მოკლეპერიოდიან კომეტათა(1) ოჯახის ტრაექტორიას(რა დაეცათ რუსებს თავზე?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *