თუ ქიმიურ ელემენტებს ატომური ნომრების ზრდადობის მიხედვით დავალაგებთ, მაშინ მათი ქიმიური თვისებები განსაზღვრული სქემის მიხედვით მოეწყობა.
დაესიზმრა თუ არა მენდელეევს, როგორც შუა XIX საუკუნის სხვა ქიმიკოსები, ისიც ქიმიური ელემენტების სისტემატიზირებას ცდილობდა.
მენდელეევმა ქიმიური ელემენტები მათი მასების ზრდადობით დაალაგა, ისეთი სიგრძის რიგების შერჩევით, რომ სვეტებში ერთნაირი ქიმიური თვისებების მქონე ელემენტები მოხვედრილიყო. მაგალითად, მარჯვენა კიდურა სვეტში შედის ჰელიუმი, ნეონი, არგონი, კრიპტონი, ქსენონი და რადონი. ესენი ე.წ. კეთილშობილი აირებია – ნივთიერებები, რომლებიც ძალიან დაბალი ქიმიური აქტიურობით გამოირჩევა. ყველაზე უფრო მარცხენა სვეტის ელემენტები – ლითიუმი, ნატრიუმი, კალიუმი და სხვები – სხვა ნივთიერებებთან ინტენსიურად რეაგირებენ, პროცესს ფეთქებადი ხასიათი აქვს.
პერიოდული სისტემა, უბრალოდ, ბუნებაში არსებული ვითარების განსახიერება იყო. პლანეტათა მოძრაობის კეპლერისეული კანონების მსგავსად, ცხრილი ვერანაირად ვერ ხსნიდა, რატომ უნდე იყოს ეს ყველაფერი მაინცდამაინც ასე. მხოლოდ კვანტური მექანიკის, განსაკუთრებით, პაულისეული აკრძალვის პრინციპის გამოჩენასთან ერთად მოხდა პერიოდულ სისტემაში ელემენტთა განლაგების გააზრებული აღქმა.
_უკვე კარგად ვიცით, რომ ატომის ქიმიური თვისებები მის გარე ფენაზე არსებული ელექტრონების რაოდენობით განისაზღვრება. მაგალითად, წყალბადსა და ლითიუმს მხოლოდ თითო გარე ელექტრონი გააჩნია (ბორის ატომი), ამიტომ ქიმიურ რეაქციებში ერთნაირად იქცევიან. თავის მხრივ, ჰელიუმსა და ნეონს ელექტრონებით შევსებული გარე ფენა აქვს, ამიტომ ასევე ერთნაირად იქცევიან, თუმცა არა ისე, როგორც წყალბადი და ლითიუმი.
ქიმიური ელემენტები ურანის ჩათვლით, ბუნებაშიც მოიპოვება (ოკლო: უძველესი აფრიკული რეაქტორი). 93-დან დაწყებული, ხელოვნური ელემენტები მოდის, შექმნილი ლაბორატორიაში, მეცნიერების მიერ გამოცხადებული ყველაზე უფრო მაღალი რიცხვია – 118.
გამარჯობათ, გვაქვს ძველი ნემსების სტერილიზატორი, რომელზეც ამოტვიფრულია ნომერი 78. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია მიუთითებს თუ არა ეს ნომერი იმაზე, რომ მასალა არის პლატინის? პერიოდულ სისტემაში N 78 აღნიშნავს პლატინას, ხოლო ჩვენს სტერილიზატორს, რომელიც არის ღია ფერის მეტალის – აწერია N 78.
არ ვიცი :/