”ფერმის” გაშვების დღე

 2008 წლის 11 ივნისს, რაკეტა მატარებელი ”დელტა II”, კანავერალის კონცხზე არსებული სასტარტო მოედნიდან აფრინდა. მან ორბიტაზე გაიტანა თანამგავრი GLAST (Gamma-ray Large Area Space Telescope. ცის დიდი ნაწილის შესწავლა გამა-დიაპაზნოში). GLAST-ისა და ნაწილაკთა ამაჩქარებლების დეტექტორები ერთნაირი ტექნოლოგოებით არის დამზადებული (ამაჩქარებლების მოკლე ისტორია). ეს კოსმოსური ობსერვატორია ექსტრემალური თვისებების მქონე არეებიდან გამოსხივებულ გამა-სხივებს ხედავს, სამყაროს ახლო თუ შორეულ ნაწილებში, იქნება ეს ზემასიური შავი ხვრელები თუ უძლიერესი გამა-ანთებები. ბუნებრივი “ამაჩქარებლები” ისეთი ენერგიის მქონე გამა-კვანტებს ქმნის, რომელთა ხელოვნურად მიღება შეუძლებელია (fermi.gsfc.nasa.gov).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.