შავი ხვრელიდან ამომავალი ნაწილაკების ჭავლის საიდუმლო

 მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა, ზემასიური შავი ხვრელიდან ამოფრქვეული პლაზმის ჭავლის(ე.წ. ჯეტი) უპრეცედენტოდ ზუსტი ვიზუალიზაცია მოახდინა. კოსმოსში და დედამიწაზე არსებული რადიო ტელესკოპების ერთობლივი მუშაობით, ჭავლის სტრუქტურის დეტალიზაცია, თვითონ ხვრელის რამდენიმე ასეული რადიუსის დონეს აღწევდა(sciencedaily.com).

 გალაქტიკათა ცენტრებში მდებარე ზემასიური შავი ხვრელები მილიარდობითჯერ აჭარბებენ მზის მასას. დიდი ხანია ცნობილია, რომ ზოგიერთი მათგანი, ლამის სინათლის სიჩქარით მოძრავი ნაწილაკების ჭავლებს უშვებს. ჯეტებად წოდებული ეს ჭავლები, რომელთა გაჩენის მექანიზმის გაგებაზე ასტროფიზიკოსები წლებია წვალობენ, წარმომქმნელი გალაქტიკებიდან საკმაოდ შორს გადიან, თუმცა მათი გაჩენის ადგილთან ახლოსვე დასაკვირვებლად, თეორიული და პრაქტიკილი მონაცემების შედარებისთვის, ტექნიკური საშუალება არ არსებობდა. რუსული ”რადიო ასტრონით” მიღებული მონაცემები საშუალებას მოგვცემს თეორიული მოდელები შევამოწმოთ და განვსაზღვროთ მათი განვითარების შემდგომი მიმართულებები(რადიოტელსკოპი დიამეტრით 200 ათასი კილომეტრი).

ზეგრძელი ბაზის მქონე ინტერფერომეტრია და ორბიტული “რადიო ასტრონი”.

ბლენფორდ-ზნაეკის მოდელი. გალაქტიკის ცენტრში ზემასიური შავი ხვრელია. ის ბრუნავს, მის გარშემო კი აკრეციული დისკო დაქრის. ხვრელისკენ ვარდნილი მატერიის ნაწილი, რომელიც არ შთაინთქმება, ჭავლის სახით გამოიტყორცნება უკან. ანუ ეს ვიწრო ჭავლები, ხვრელის მიერ მინიჭებული ბრუნვის მომენტის ხარჯზე წარმოიქმნება.

 ბლენდფორდ-პეინის მოდელი. პლაზმის ჭავლების წარმოქმნა, აკრეციული დისკოსგან მიღებული ბრუნვის მომენტით ჩნდება და მათ უშუალო წარმოქმნაში შავი ხვრელი არ მონაწილეობს.

”რადიო ასტრონი”(როსკოსმოსი).

 მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა რვა ქვეყნიდან, კოსმოსური ”რადიო ასტრონის” საშულებით, გალაქტიკა პერსევსი A-ს ცენტრთან გაჩენილი ჭავლის გამოსახულება მიიღო, ულტრა მაღალი გარჩევადობით. ასტრონომებმა, ჭავლის ძირის დანახვა ხვრელის საზღვართან 10-ჯერ უფრო ახლოს შეძლეს, ვიდრე ეს ზედაპირული რადიო ტელესკოპებით აქამდე ხერხდებოდა.

 მიღებული მონაცემები სერიოზული არგუმენტია ჰიპოთეზის სასარგებლოდ, რომელიც ჯეტის გაჩენას უშუალოდ აკრეციულ დისკოს უკავშირებს.

 უპრეცედენტო გარჩევადობის ხარჯზე დადგინდა, რომ ჭავლს ძირშივე, სტარტის თანავე ფართო ცილინდრის ფორმა აქვს, რაც აკრეციულ დისკოსთან უშუალო კავშირის გარეშე ვერ მოხდება. ჭავლის ძირის სიგანე, შვარცშილდის რადიუსზე ათასობითჯერ დიდია(შვარცშილდის სფეროს, სფერულად სიმეტრიული შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტს, გრავიტაციულ რადიუსად წოდებული ზომა გააჩნია. გრავიტაციული რადიუსი m მასის პროპორცილულია  და ასეთი ფორმულით გამოითვლება – r = 2Gm/c2, ასტროფიზიკოსებისთვის უფრო მოსახერხებელიაr = 2,95(m/M), სადაც M – მზის მასაა). დამკვიდრებული წარმოდგენების მიხედვით კი ფუძესთან ჭავლის ზომა გაცილებით მცირე უნდა იყოს(შავი ხვრელი ყველასათვის გასაგებ ენაზე).

 ”ეს იმას ნიშნავს, რომ ჭავლის გარე ნაწილი მაინც, აკრეციული დისკოსგან არის წარმოქნილი. მიღებული შედეგები არსებული თეორიების ბოლომდე უარყოფის საშუალებას ჯერ ვერ იძლევა, რომლებშიც ჭავლები სტარს ერგოსფეროში იღებს – სივრცე მბრუნავ შავ ხვრელთან ახლოს” – ამბობს ტუომას სავოლაინენი, ალტოს უნივერსიტეტიდან(ფინეთი)(გალაქტიკათა პლაზმური ჭავლების გამოცანა; ჩვენი გალაქტიკის ჯეტები რენტგენის დიაპაზონშიმშვილდოსანი A*-ს ”კვანტური” რადიუსი).

მარცხნივ – ”რადიო ასტრონით”(პერიგეა – 600 კმ; აპოგეა – 330 ათასი კმ.) გადაღებული კვაზარი 3C84, სიხშირეზე 22 გჰც. მარჯვნივ – იგივე ობიექტი გადაღებული ზედაპირული რადიო ტელესკოპებით(22 გჰც).RadioAstron / G.Giovannini (UniBo / INAF), M.Orienti (INAF).

პერსევსი A(NGC 1275. ოპტიკა, ”ჰაბლი”).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *