უძლიერესი პოლარული ნათება იუპიტერზე

 იუპიტერის ამღვრეულ ატმოსფეროს ზედა ფენებში მოხვედრა რომ შეგვძლებოდა, რენტგენის დიაპაზონში მომუშავე სათვალეების საშაულებით, წარმოუდგენელი სანახაობის მომსწრენი გავხდებოდით. მზის სინათლეზე მეტად კაშკაშა ანთებები, ყოველ 26 წუთში, წარმომქმნელი წყარო კი თვალუწვდენელი ზომის სივრცეს მოიცავს.

 „ეს რომ დავინახეთ, ვიფიქრეთ, რომ სადრაც შეცდომა გაგვეპარა. იუპიტერისეული პოლარული ნათება, დედამიწისეულზე ასეულობითჯერ ელვარეა, თუმცა მისი გამოსიხვება ხილული დიაპაზონის გარეთაა და ბოლომდე ზუსტად ვერ გაგვირკვევია, რა იწვევს ამ გრანდიოზულ მოვლენას“- ამბობს ასტროფიზიკოსი უილ დანი.

 სხვა პლანეტების მსგავსად, იუპიტერისეული პოლარული ნათებაც, მზიდან ამოფრქვეული დამუხტული ნაწილაკების პლანეტის მაგნიტოსფეროსთან შეჯახებით წარმოიქმნება. იუპიტერზე ეს ნათება ყოველთვის დაიმზირება, 2011 წელს კი მისი გადიდება და ინტენსიურობის მატება დაფიქსირდა.

ius pol nateba 2

 „ჩრდილოეთის ციალის პულსირება აჩქარდა, 45 წუთის ნაცლვად, მზიური ქარიშხალის გაძლიერების გამო, 26 წუთიანი პერიოდით შეიცვალა. რენტგენის გამოსხივება იქ დაიმზირებოდა, სადაც ადრე არ შეგვინიშნავს. ნათებამ დედამიწზე მეტი ზომის სივრცე მოიცვა. დედამიწის მაგნიტოსფეროში მიმავალი პროცესებს კარგად ვიცნობთ, თუმცა, იუპიტერზე დამზერილი მოვლენის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ნასას მიერ იუპიტერისკენ გაშვებული კოსმოსური აპარატის – „იუნონა“, ამუშავებას უნდა დაველოდოთ“ – ამბობს უილ დანი(ეს ფარი ”მკვლელი” ელექტრონებისგან გვიცავს).

 მეცნიერთა აზრით, მზის სისტემის „კოსმოსური ამინდის“ კვლევის გარდა, იუპიტერისეული პოლარული ნათების მექანიზმში გარკვევა, სხვა, მაგნიტურად აქტიური ობიექტების შესწავლაში დაგვეხმარება – ნეიტრონული ვარსკვლავები(მაგნეტარი), ყავისფერი ჯუჯები. ეგზოპლანეტებზე კი ამ პროცრსებმა სიცოცხლის ჩასახვასაც შეიძლება მისცეს ბიძგი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.