უძველესი მაგნიტური ”ჩანაწერი”

 ბრიტანელ, გერმანელ და ნორვეგიელ მეცნიერთა ჯგუფმა, ოლივინის სახელით წოდებულ მეტეორიტულ მასალაში, მზის სისტემის ფორმირების დროინდელი(4,6 მლრდ.წ.) მაგნიტური ”ჩანაწერი” აღმოაჩინა. ოლივინს არაერთგვაროვანი მაგნიტური თვისებები გააჩნია, ამიტომ მაგნიტური ჩანაწერის სახით ინფორმაციის შესანახავად ვერ ივარგებდა. მიუხედავად ამისა, ამ ფენომენის შესწავლა, პროტოპლანეტური დისკოსგან მზის სისტემის ფორმირებაში მაგნიტური ველის როლის შესახებ შეგვიქმნის წარმოდგენას(ჰიპოთეზა გაზურმტვროვანი დისკოს შესახებ).

დომენის დამაგნიტება. დომენები წარმოადგენს ფორმირებებს, რომლებიც შედგება დიდი რაოდენობით ატომებისაგან, რომლებიც ზოგჯერ შეუიარაღებელი თვალითაც შეიმჩნევა(10-2სმ3)(Wiki).

 თანამედროვე მეცნიერებაში არსებობს დარგი, რომელსაც პალეომაგნეტიზმი ეწოდება, რომლის შესწავლის საგანს უძველესი კლდოვანი და სხვა სახის ქანები წარმოადგენს, რომლებმაც ფორმირებისას სწრაფი გაცივების ციკლი გაიარა. ამ ნიმუშების წიაღში დამაგნიტების კვალი აღიბეჭდა, რომელიც მათი ფორმირების დროს მოქმედებდა. ამ ინფორმაციის გაშიფვრით, მეცნიერები გებულობენ როგორი იყო მაგნიტური ველი და ზოგიერთი სხვა პროცესები, რომლებიც ამ მაგნიტური ველის ფორმირებაში მონაწილეობდა.

 პალეომაგნიტიზმის საფუძველს ე.წ. ნეელის დომენების თეორია წარმოადგენს, რომლის მიხედვით, ერთგვაროვნად დამაგნიტებული მიკროსკოპული მარცვლები მაგნიტურ თვისებებს დროის გეოლოგიურ მასშტაბებში იანრჩუნებს. თუმცა, ეს თეორია არაფერს ამბობს არაერთგვაროვნად დამაგნიტებულ მარცვლებზე, ინფორმაციის მატარებელი კი სწორედ დამაგნიტების ასეთი ფორმაა. სხვა მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების მიუხედავად, არაერთგვაროვანი დამაგნიტების შენარჩუნების ხანგრძლივობის საკითხი ახლაც გაურკვეველია.

 ახლი კვლევით მიღებული შედეგები იმაზე მიუთითებს, რომ რკინის შემცველ მინერალებს არაერთგვაროვანი დამაგნიტება 4 მილიარდზე მეტი წელი შუძლია შეინარჩუნოს. მეცნიერებმა სანიმუშო ოლივინი 300 გრადუსამდე გააცხელეს, რომელზეც ეს დამაგნიტებული მარცვლები თავის საწყის თვისებებს ინარჩუნებს. მონაცემების მისაღებად მეცნიერებმა გაზომვებისა და ნანომეტრული ზომის ოლივინის მაგნიტური მარცვლების განაწილების რუკის გადასაღები ყველაზე უფრო თანამედროვე მეთოდები გამოიყენეს.

 ”იმედია, ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევები დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ ბუნება და მნიშვნელობა ინფორმაციისა, რომელიც უძველეს ნარჩენ მაგნიტიზმშია აღბეჭდილი. ეს, თავის მხრივ, საშუალებას მოგვცემს შევისწავლოთ მზის სისტემაში არსებული მაგნიტური ველები იმ დროს, როდესაც დედამიწა ფორმირებას იწყებდა” – ამბობს ჯეი შაჰი, კვლევის წამყვანი მონაწილე(მაორის კოცონი დედამიწის მაგნიტურ ველზე მოგვიყვება).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.