უცხო სიცოცხლის თავშესაფარი

უცხო სიცოცხლის თავშესაფარი

1986 წელს, რუმინეთში გამოქვაბული იქნა აღმოჩენილი, ჩაკეტილი ეკოსისტემით მასში, რომელიც გარე სამყაროსთან არანაირად არ იყო დაკავშირებული(სინათლე, ჰაერი, წყალი).

 ბუნების ეს საოცრება შემთხვევით აღმოაჩინეს, ელექტროსადგურის აშენებამდე საჭირო გეოლოგიური სამუშაოების ჩატარების დროს(მანგალია, ტრანსილვანია). 18 მეტრის სიღრმეზე, ლამის მთლიანად დატბორილ გამოქვაბულში, არსებები ბინადრობენ, რომლებიც უცხოპლანეტელებს უფრო ჰგვანან, ვიდრე დედამიწელებს.

 გამოქვაბულის ატმოსფერო თთქმის არ შეიცავს ჟანგბადს(7-10%), სამაგიეროდ, გოგირდწყალბადით არის გაჯერებული, ნახშირმჟავა გაზთან, მეთანთან და ამიაკთან ერთად. ჩვენთვის ჩვეული ფოტოსინთეზის ნაცვლად, ის ქემოსინთეზს იყენებს – კვების ტიპი, როცა CO2-დან ორგანული ნაერთების სინთეზისთვის საჭირო ენერგია, არაორგანული ნაერთებით დაჟანგვით მიიღება.

 1200 მ2 ფართობის მქონე ჩაკეტილ კლდოვან სივრცეში, რომლის მხოლოდ 300 მ2 გამოკვლეული, მეცნიერებმა 50-მდე სახეობის არსება აღმოაჩინეს, აქამდე უცნობი 30-ის ჩათვლით(მიკროორგანიზმები, წურბელები, ობობები, მორიელები, მწერები).

 დადგენილია, რომ იქაური სიცოცხლე ადრეული პლიოცენის დროს გაჩნდა, როცა ადამიანის მსგავსი ავსტრალოპითეკები გამოჩნდნენ და გადაშენდნენ, გაჩნდა პირველი ადმაიანი.

 გაურკვეველი მიზეზების გამო, გამოქვაბული ჩაიკეტა, რითაც მისმა ბინადრებმა გამყინვარების პერიოდის გადატანა შეძლეს და უკვე 5 მილიონი წელია კირქვის ბნელ გამოქვაბულში ცხოვრობენ, დაბინძურებულ ტბასთან, რომელიც გამოქვაბულს სამ იზოლირებულ ნაწილად ყოფს. 21 გრადუსამდე ამ ტბას თერმული წყაროები ათბობს.

ბრმათა გამოქვაბული

 გამოქვაბულელ არსებებს ორი საერთო რამ აერთიანებს: უფერული სხეული და სიბრმავე. სრულ სიბნელეში მაინც ვერაფერს დაინახავ, მხოლოდ შეხებისა და ყნოსვის იმედზე თუ იქნები.

 აღსანიშნავია, რომ მეტი რაოდენობის ჟანგბადის პირებებში მყოფი არსებები ნაკლებად შეიცვალა, ვიდრე ანაერობულები(ენერგიის გამომუშავება გარემოდან მიღებული ჟანგბადის მონაწილეობის გარეშე). მათი 25% ენედემურია, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოქვაბულის ჩაკეტვის მერე, მდინარის ან ზღვის წყალი იქ გარკვეული დროით მაინც აღწევდა.

შეჭამო და გადარჩე

 მოვილეს სახელით ცნობილ გამოქვაბულში, როგორც ჩვეულებრივ, ბუნებრივ პირობებში ხდება, საკუთარი კვების ჯაჭვი მოქმედებს. ამ ჯაჭვის ქვედა ნაწილში ავტოტროფული ბაქტერიებია(ორგანული ნაერთების სინთეზირება არაორგნულისგან) მოქცეული. ქემოსინთეზის შედეგად დაჟანგული გოგორდწყალბადიდან გამოყოფილი გოგირდი ნალექად იქცევა, ხოლო მიკრობები, ორგანული ნაერთების სინთეზისთვის საჭირო ენერგიას ნახშირმჟავა გაზითა და წყლით იღებენ.

 ამ ბაქტერიებით, თავის მხრივ, ჰეტეროტროფული ბაქტერიები და სოკოები იკვებებიან. სოკოები, ბაქტერიულ გროვებში ერთიანდება, რითაც ქვაბულის კედლები და წყლის ზედაპირია დაფარული – თავისებური საძოვარი უფრო მეტად განვითარებული არსებებისთვის – იზოპოდები, ტოლფეხიანები, მორიელები, რომელთაც შემდეგ, მრავალფეხები და ობობები მიირთმევენ.

 წყალში, ბაქტერიული აფსკის ქვშ, განსხვავებული კვების ჯაჭვია მოწყობილი – ჭიები, კობოსნაირნი, ლოკოკინები, მათ ზემოთ – წურბელები და წყლის მორიელები. გოგირდწყაბადის მიმართ მედეგი ლოკოკინები, ბაქტერიული ფენით იკვებებიან; წყლის მორიელი, კობიოსნაირებზე ნადირობს; მტაცებელი წურბელები, ლოკოკინებს, ჭიებსა და სხვა უხერხემლოებს ჭამენ.

 აღსანიშნავია, რომ ეს ეკოსისტემა საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. 1 მ2-ზე, მკვლევართა მიერ ნაპოვნი ბოლოფეხიანების რაოდენობა 1500-ს უტოლდებოდა, რომლებზეც ბრმა ობობები ნადირობენ, კანარის კუნძულებზე მცხოვრები თვალებიანი მოძბეების მსგავსნი.

საშიშროება

 გამოქვაბულში დიდი ხნით ყოფნა ადამიანს სიცოცხლის ფასად შეიძლება დაუჯდეს. ასეთი სტუმრობები თვით ეკოსისტემისთვისაც საშიშია. მღვიმის ატმოსფეროში დისბალანსის გამოწვევა სპელეოლოგების სუნთქვასაც კი შეუძლია.

 უჩვეულო სისტემის შესანარჩუნებლად, ჰერმეტული ლუქით დახურულ გამოქვაბულში შესვლა, მხოლოდ სპეციალურ ჰიდროსამოსში გამოწყობილ მკვლევარებს შეუძლიათ, სამკაციანი ჯგუფით, თვეში ორჯერ.

 გასაკვირი არაფერია იმაში, რომ ნასას სპეციალისტები ამ ეკოსისტემის კვლევით არიან დაინტერესებული. ისინი ცდილობენ დაადგინონ, არის თუ არა სიცოცხლე პლანეტებზე, სადაც ჟანგბადი და ორგანული საკვები არ არის. მოლივეს მსგავსი ქვაბულები(კიდევ სამი ასეთია ცნობილი) კი ამის შესაძლებლობისკენ მიუთითებს(გამოქვაბულნავტები და სიცოცხლის ახალი ფორმა; უცხო სიცოცხლე).

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *