ნუთუ, ნისლეულ IC 1396-ში ურჩხული ზის? სპილოს ხორთუმის სახელით ცნობილ ნისლეულში, მტვროვანი ღრუბლები და ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონები საკმაოდ შემაშინებლად გამოიყურება, ზოგიერთ მათგანს კი ადამიანის მოხაზულობაც კი აქვს. ერთად-ერთი ურჩვულო აქ, ელვარე ახალგაზრდა ვარსკვლავია, ისე შორს დედამიწიდან, რომ ზიანის მოყენება არ შეუძლია. ამ ვარსკვლავის მიერ გამოსხივებული მაღალენერგიული სინათლე, კომეტისმაგვარი გლობულის (ბნელი გაზ-მტვრის ნისლეული, დამზერადი სხვა ნათელი ნისლეულებისა და ვარსკვლავების ფონზე. სხვებისგან გამოირჩევა მკვეთრი საზღვრებითა და სიმკვრივით, ასევე, დაბალი ტემპერატურით – 30 კ. და ქვემოთ) გამოსახულების ზედა კიდესთან ჩანს. ამოფრქვეული ნაწილაკების ჭავლები და ქარი შემომფარგლავ გაზსა და მტვერს ფანტავს. ჩვენიდან 3000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე სუსტად მანათობელი კომპლექსი IC 1396, გაცილებით მეტ ფართობს იკავებს ცაზე, ვიდრე აქ არის ნაჩვენები. მისი ხილული ზომა, სავსე მთავრის ხილულ ზომას 10-ჯერ აჭარბებს.
უჩვულო გლობულა IC 1396
Posted by