ვარსკვლავური გროვა პლეადები, ჩვენთნ ყველაზე ახლოს მდებარე ღია გროვაა, რომლის შეუიარაღებელი თვალით დანახვა ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან ზამთარშია შესაძლებელი. ბევრი ასტრომოყვარული ცდილობს ამ ფანტასტიური ვარსკვლავური გროვის გადაღებას, დაკვირვების ყოველ ჯერზე, თითქოს სხვანაირად გამოიყურება. პლეადები ძველთაგანვეა ცნობილი – ბიბლიაში, ჰომეროსის ”ილიადასა” და ”ოდისეაშიც” არის მოხსენიებული. M (მესიე) 45 დაახლოებით 100 მილიონი წლისაა და 1000-მდე ვარსკვლავისგან შედგება, რომელთა შორის ცხელი ცისფერი ვარსკვლავებიც არის, მისი დიამეტრი 12 სინათლის წელია. ხსენებული კაშკაშა ვარსკვლავებიდან 14-ის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც არის შესაძლებელი. იაპონიაში, პლეადები ცნობილია სახელწოდებით სუბარუ, რაც ნიშნავს “დაკავშირებულებს” ან “ერთად შეკრებილებს (“სუბარუ”). პლეადების ვარსკვლავთა საერთო მასა 800 მზის მასის ტოლფასია (მარსი და პლეადები).
თუ ადამიანების უმეტესობა ჯგუფში ექვს ვარსკვლავს ხედავს, რატომ ჰქვია მას შვიდი და? ფაქტია, რომ იმ დროს, როდესაც ეს სახელი შეარქვეს, ვარსკვლავებიანი ცა სხვანაირად გამოიყურებოდა. შეუიარაღებელი თვალით ხილული შვიდი ვარსკვლავიდან, დროთა განმავლობაში, ერთი უხილავი გახდა, რაც ჩვენმა წინაპრებმაც შეამჩნიეს.
ამ ცვლილებების მიზეზი არის პლეიონე (1), მეშვიდე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი პლეადებში. ის ცვლებადი (ცეფეიდები) ვარსკვლავია და ახლა მისი ელვარება თვალით შესამჩნევ ზღვარს ქვემოთაა. არსებობს კიდევ ერთი ახსნა: დროთა განმავლობაში, პლეონეს პოზიცია ცაზე შეიცვალა და ის ისე მიუახლოვდა ატლასს, რომ შეუიარაღებელი თვალით ერთი ვარსკვლავის სახით წარმოგვიდგება.

- პლეადები სამჯერ არის ნახსენები ბიბლიაში, სამივეჯერ თანავარსკვლავედ ორიონთან ერთად.
- ძველად, პლეადები კალენდარის როლსაც ასრულებდა. ცაზე მისი გამოჩენით, ფერმერებმა იცოდნენ, როდის უნდა დაეწყოთ მოსავლის აღება ან თესვა, მეზღვაურები კი გებულობდნენ, როდის დგებოდა ნავიგაციის სეზონის გახსნის დრო.
- ვარსკვლავთშორისი მტვრის ღრუბელი, რომლითაც პლეადებია გარშემორტყმული, გროვის ნაწილი არ არის. ითვლებოდა, რომ ეს იყო იმ გაზ-მტვრის ღრუბლის ნაწილი, რომელშიც გროვის ვარსკვლავები დაიბადა. სპექტრული ანალიზით დადგინდა, რომ ეს დამოუკიდებელი ნისლეულია, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა პლეადებთან ახლოს.
- იაპონური საავტომობილო კომპანიის, “სუბარუს” (გროვის სახელი იაპონურად) ლოგოზეც პლეადების ექვსი ვარსკვლავია გამოსახული. ლოგო ასახავს კომპანიის ისტორიასაც. იაპონურად, “სუბარუ” ასევე ნიშნავს “გაერთიანებას” და ვარსკვლავები წარმოადგენენ ხუთ მცირე კომპანიას, რომლებიც გაერთიანდნენ ერთ დიდ კომპანიაში – Fuji Heavy Industries.