უჩვულო გლობულა IC 1396

 ნუთუ, ნისლეულ IC 1396-ში ურჩხული ზის? სპილოს ხორთუმის სახელით ცნობილ ნისლეულში, მტვროვანი ღრუბლები და ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონები საკმაოდ შემაშინებლად გამოიყურება, ზოგიერთ მათგანს კი ადამიანის მოხაზულობაც კი აქვს. ერთად-ერთი ურჩვულო აქ, ელვარე ახალგაზრდა ვარსკვლავია, ისე შორს დედამიწიდან, რომ ზიანის მოყენება არ შეუძლია. ამ ვარსკვლავის მიერ გამოსხივებული მაღალენერგიული სინათლე, კომეტისმაგვარი გლობულის (ბნელი გაზ-მტვრის ნისლეული, დამზერადი სხვა ნათელი ნისლეულებისა და ვარსკვლავების ფონზე. სხვებისგან გამოირჩევა მკვეთრი საზღვრებითა და სიმკვრივით, ასევე, დაბალი ტემპერატურით – 30 კ. და ქვემოთ) გამოსახულების ზედა კიდესთან ჩანს. ამოფრქვეული ნაწილაკების ჭავლები და ქარი შემომფარგლავ გაზსა და მტვერს ფანტავს. ჩვენიდან 3000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე სუსტად მანათობელი კომპლექსი IC 1396, გაცილებით მეტ ფართობს იკავებს ცაზე, ვიდრე აქ არის ნაჩვენები. მისი ხილული ზომა, სავსე მთავრის ხილულ ზომას 10-ჯერ აჭარბებს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.