ურანი, ნეპტუნი, მარილი…

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ურანისა და ნეპტუნის ბევრი ფიზიკური თვისება, მათში ჩვეულებრივი მარილის (ნატრიუმის ქლორიდი) შემცველობაზეა დამოკიდებული (Proceedings of the National Academy of Sciences).

მზის სიტემის ისეთი პლანეტები, როგორიც არის ურანი და ნეპტუნი, ასევე ბევრი ეგზოპლანეტა, თავიანთ სიღრმეებში ექსტრემალური ტიპის ყინულს შეიცავს, რომელიც მაღალი წნევისა და ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ არის მოქცეული. სულ, გაყინული წყლის 16 სახეობა არის ცნობილი, რომელთაგან ორი, ხსენებული პლანეტების წიაღშიც შეიძლება იყოს, ესენია ყინული VII და ყინული VIII.

yinuli VII
ყინული VII.

 ყინულის ფაზებს შორის განსხვავება, მის კრისტალურ გისოსში წყალბადური ბმებით განისაზღვრება. 2 გიგაპასკალი წნევის დროს (დედამიწის ატმოსფეროს წნევაზე 20 ათასჯერ მეტი) ყინული VII-ს კუბის ფორმის კრისტალური გისოსი აქვს, ხოლო ყინული VIII-ს – ტეტრაგონალური, ჩვეულებრივი გაყინული წყლის კრისტალს კი ჰექსაგონალური.

 60 გიგაპასკალამდე წნევის მატებასთან ერთად (დედამიწისაზე 600 ათასჯერ მეტი), ამ ორი ტიპის ყინული სხვა ფაზაში, ყინული X-ში გადადის. სწორედ ასეთი წნევაა ურანისა და ნეპტუნის წიაღში. ყინული X-ის კრისტალურ მესერს აქვ სიმეტრია, რომელიც პროტონების მოწესრიგების მაღალი ხარისხით გამოირჩევა. უფრო მაღალ ტემპერატურაზე კი დენგამტარი ხდება.

 მეცნიერთათვის გაურკვეველი იყო, როგორ ახერხებს ასეთი წყალი მყარ მდგომარეობაში გადასვლას ურანისა და ნეპტუნის პირობებში. ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყინული X-ად გარდაქმნას, მასში ქლორიდისა და ლითიუმის მარილების დამატება იწვევს, ძალიან მაღალი წნევის პირობებში. ეს მარილები, პროტოპლანეტურ დისკოს შემცველობაში შედიოდა, შედმეგ კი პლანეტებშიც მოხვდა. ელექტრული დენის გამტარი ყინული, ურანისა და ნეპტუნის მაგნიტური ველის წყაროა (ურანი; ნეპტუნი; ბრილიანტები იუპიტერსა და სატურნში).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.