რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის(რმლ) წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნასას მარსმავალმა წითელ პლანეტაზე წარსულში ტბის არსებობის ახალი მტკიცებულებები მიიღო.
მთა შარპზე ჩატარებული კვლევებით მიღებული მონაცემები საშაულებას იძლევა ვთქვათ, რომ მარსის ზედაპირზე დიდი ზომის ტბა არსებობდა. გარდა ამისა, მეცნიერთა ვარაუდით, მარსის ატმოსფეროს ნულზე მაღალი ტემპერატურის შენარჩუნება შეეძლო(როგორი იყო მარსის ატმოსფერო წარსულში; რამ შეჭამა მარსის ატმოსფერო?).
შესწავლილი ქანები არაერთგვაროვანია, ისინი სხვადასხვა ფენებისგან შედგებიან, ზოგიერთი მათგანი კი წყლისა(„ცნობისმოყვარეობამ“ დამშრალი ნაკადულის კალაპოტი აღმოაჩინა) და ქარის ზემოქმდებეით ჩამოყალიბდა(ქარები გეილის კრატერში). მკვლევართა აზრით, 3,8 მილიარდი წლის წინათ მთა შარპი არ არსებობდა, მის ადგილზე დიდი ტბა ან წყალსატევთა დიდი სისტემა იყო გადაჭიმული.
”რაც უფრო მაღლა ადის მარსმავალი, მით მეტი ექსპერიმენტის ჩატარება ხერხდება, დგინდება ამ ტბებში მიმავალი ცვლილებების თანმიმდევრობა. შეიძლება, ერთ დროს იქ არსებული სიცოცხლის კვალიც მივაგნოთ” – ამბობენ რმლ-ს სპეციალისტები(ჭორები მარსულ სიცოცხლეზე…; სიცოცხლე მარსზე).
წყლით გადარეცხილი ქანები გეილის კრატერში.
ქანების ნიმუშთა ასაღებად ”ცნობისმოყვარეობამ” საბურღი მოწყობილობა უკვე რამდენიმეჯერ გამოიყენა. წყლის ზემოქმედებისთვის დამახასიათებელი კვალი ბოლოს აღებულ სინჯებშიც აღმოჩნდა.
“ცნობისმოყვარეს” მიერ გაბურღული ქანი ლაზერით ამომწვარი წერტილებით მასში…
მარსმავალი ”ცნობისმოყვარეობა”(ყველაზე მაგარი მანქანა…) მარსის ზედაპირზე, გეილის კრატერში 2012 წლის 6 აგვისტოს დაეშვა(შიშის 7 წუთი). აპარატს 75 სანტიმეტრის სიმაღლის წინაღობის გადალახვა და ადგილზე შემოტრიალება შეუძლია. ეს პროექტი ნასას 2,5 მილიარდი დოლარი დაუჯდა(მარსიდან ვართ?!; მარსმავლები).
httpv://youtu.be/8Alq08Poqb0
12 თვე, 2 წუთში.