სიცოცხლისათვის თავსებადი 100 მილიონი პლანეტა

 თუ ჩვენ არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გვინდა, პირველ რიგში პასუხი უნდა გავცეთ შეკითხვას, საით გავიხედოთ. თითქმის ყოველ დღე ასტრონომები ახალი ეკზოპლანეტის აღმოჩენის შესახებ აკეთებენ განცხადებას და მათზე თხევადი წყლის კვლების ძებნას იწყებენ(როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს). სწორედ წყალი შეიძლება იყოს მთავარი ინდიკატორი იმისა, რომ ამ პლანეტაზე სიცოცხლე შეიძლება არსებობდეს(phl.upr.edu).

 გარდა ამისა, მენციერები ყოველი ახლად აღმოჩენილი პლანეტის შემადგენლს სწავლობენ, მის სიმკვრივესა თუ ზომას. მნიშვნელოვანია ისიც, არის თუ არა პლანეტა სიცოცხლისათვის თავსებადი ზონის შიგნით. ჯერჯერობით მხოლოდ ამ ფაქტორების მიხედვით შეგვიძლია ვილაპარაკოთ, შესაძლებელია თუ არა სიცოცხლე უკიდეგანო კოსმოსის სხვადასხვა წერტილში აღმოჩენილ პლანეტებზე.


 სიცოცხლისათვის შესაფერისი ზონების შედარება. ვერტიკალურ სკალაზე მოცემულია ვარსკვლავების მასები, ჰორიზინტალურზე მანძილი ასტრონომულ ერთეულებში. ცისფერი ზოლით სასიცოცხლო ზონაა ნაჩვენები, მუქი ცისფერით შესაძლო სასიცოცხლო ზონა, წარმოქმნილი ჯერჯერობით უცნობი გარემოებებით(ESO, Franck Selsis, Univ. of Bordeaux-ის ილუსტრაცია).

 არესიბოს(უცნაური რადიოსიგნალები არესიბოშიც დააფიქსირეს) უნივერსიტეტის(პუარტერიკო) საიტზე ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფის, ლუის ირვინის მეთაურობით, სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც მინიმუმ 100 მილიონ სიცოცხლისათვის თავსებად ეკზოპლანეტაზეა საუბარი. ამ დასკვნამდე მეცნიერები სპეციალურ მათემატიკურ მეთოდზე დაყრდნობით მივიდნენ. უფრო მეტიც, მეცნიერთა აზრით, ყველა ეს პლანეტა არა მარტო მიკრობული, არამედ სიცოცხლის რთული ფორმების თავშესაფარიც შეიძლება იყოს, ადამიანისაზე დაბალი ინტელექტით(უცხო სიცოცხლე).

 ფორმულის გამოყენებით, რომელიც სიმკვრივეს, ტემპერატურას, სტრუქტურას(თხევადი, მყარი ან გაზური), ქიმიურ შემადგენელს, თავისი ვარსკვლავიდან დაშორებასა და პლანეტის ასაკს ითვალისწინებს(როგორ ადგენენ ვარსკვლავის ასაკს?; უძველესი ეკზოპლანეტა), მეცნიერთა ჯგუფმა ბიოლოგიური მრავალფეროვნების ინდექსის განმსაზღვრელი კომპიუტერული მოდელი შექმნა, სკალა, რომელიც სხვადასხვა რიცხვითი მონაცემებისა და მახასიათებლების მიხედვით მრავალუჯრედიანი სიცოცხლის ფორმათა არსებობას უშვებს.

 ამ ფორმულის გამოყენებით ჩატარებული შემდგომი გამოთვლები აჩვენებენ, რომ 1000-ზე მეტ უკვე აღმოჩენილ ეკზოპლანეტათა(ათასი ეკზოპლანეტა) 2%-ზე გაცილებით უკეთესი პირობებია(უკეთესი საცხოვრებელი), ვიდრე ევროპაზე, იუპიტერის ყინულოვან თანამგზავრზე, რომლის ყინულქვეშა ოკეანეში მიკროორგანიზმები შეიძლება არსებობდნენ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს გალაქტიკაში პლანეტების მქონე 10 მილიარდზე მეტი ვარსკვლავია, მაშინ სიცოცხლისათვის თავსებადი პლანეტების რაოდენობა 100 მილიონს გაუტოლდება(ჩვენს გალაქტიკაში 100 მილიარდი პლანეტაა).

 სამწუხაროდ, თანამედროვე ტექნოლოგიები ამ ფორმულების პრაქტიკული დაკვირვებებით გადამოწმების საშუალებას არ იძლევიან(ეკზოპლანეტა 6,6 სინ. წლის მანძილზე მზიდან; ყველაზე უცნაური ეკზოპლანეტები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.