ეგზოპლანეტობის კიდევ 833 კანდიდატი

 ეგზოპლანეტობის კანდიდატთა რიცხვი 833-ით გაიზარდა. ნასას ასტრონომები, რომლებიც ტელესკოპ „კეპლერის“ მიერ დაგროვებულ მონაცემებს სწავლობენ, უამრავი ვარსკვლავი აღმოაჩინეს, რომელთა ელვარება საეჭვოდ ერთნაირი პერიოდულობით იცვლება: ასეთი ცვლილებები მათთან პლანეტების არსებობაზე შეიძება მიუთითებდნენ. მათ შორის დედამიწისმაგვარი მასებითა და ზომებით(NASA).

 ახალი მონაცემების განხილვა სპეციალურ კონფერენციაზე მიმდინარეობს, რომელზეც ასტრონომები უკვე მეორე წელია იკრიბებიან. ავტომატური ობსერვატორია „კეპლერი“ ერთბაშად რამდენიმე ათასი ვარსკვლავის ელვარებას აკვირდებოდა და მის მიერ დაგროვებული მასალების შესწავლას მთელი რიგი შემცნებითი კოლექტივების ძალისხმევა დასჭირდა. ვარსკვლავები, რომელთა ელვარება პერიოდულად იცვლება, პლანეტების მფლობელობის პოტენციური კანდიდატები არიან, თუმცა მია დსამტკიცებლად მონაცემთა შესწავლაა საჭირო. ეკზოპლანეტობის კანდიდატთა საერთო რიცხვი 3538-მდე ავიდა. 2013 წლის იანვრიდან ეს რიცხვი 29%-ით გაიზარდა, მკვლევარებისთვის ყველაზე უფრო საინტერესო კატეგორიაც: დედამიწის ზომის ობიექტები. სპეციალიზირებული ტელესკოპის ორბიტაზე გაყვანამდე მათი აღმოჩნა გაძნელებული იყო, დედავარსკვალვის ელვარებაზე მათი უმნიშვნელო ზეგავლენის გამო. „კეპლერმა“ ამ დღეისათვის 674 კანდიდატი აღმოაჩინა, რომელთა რადიუსი 1,25 დედამიწისას არ აღემატება. ეს კატეგორია 79%-ით გაიზარდა.

 დედამიწის ზომის კატეგორიის ასეთმა ზრდამ, როგორც ნასა აცხადებს, მეცნიერებს, ირმის ნახტომში ასეთი პლანეტების რაოდენებრივ წილზე წარმოდგენების გადამოწმებას აიძულებს. ახალი მონაცემების მიხედვით, მინიმუმ ერთ ვარსკვლავურ სისტემას ხუთიდან ასეთი ზომის პლანეტები გააჩნია, თან პლანეტები, რომლებიც სიცოცხლისათვის თავსებად ზონაში არიან. მეტოდების მგრძნობელობა, „კეპლერის“ ამუშავებამდე, ვარსკვლავიდან შორს მდებარე პლანეტების დანახვის საშუალებას არ იძლეოდა, ამიტომ დედამიწის ზომის პლანეტათა უმრავლესობა მერკურის ორბიტის ზომის ფარგლებშია გამოვლენილი, სადაც სიცოცხლის გაჩენისათვის შეუთავსებლად მაღალი ტემპერატურაა.

იცოცხლისათვის შესაფერისი ზონების შედარება. ვერტიკალურ სკალაზე მოცემულია ვარსკვლავების მასები, ჰორიზინტალურზე მანძილი ასტრონომულ ერთეულებში. ცისფერი ზოლით სასიცოცხლო ზონაა ნაჩვენები, მუქი ცისფერით შესაძლო სასიცოცხლო ზონა, წარმოქმნილი ჯერჯერობით უცნობი გარემოებებით( ESO, Franck Selsis, Univ. of Bordeaux-ის ილუსტრაცია).

 ეკზოპლანეტების ძებნის გარდა, „კეპლერს“ ასტროსეისმოლოგიისთვისაც იყენებდნენ, ანუ ვარსკვლავის ზედეაპირის რხევების ესასწავლად(„ვარსკვლავძვრა“), რომლის შედეგებიც ამ კონფერენციაზე იქნება განხილული (ეკზოპლანეტებზე მონადირე ორივე ორბიტალური ტელესკოპი მწყობრიდანაა გამოსულიიოჰან კეპლერი და „კეპლერი7 ეკზოპლანეტა სასიცოცხლო ზონაში).

One comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.