სატურნი და ექვსი თანამგზავრი

 რამდენი თანამგზავრი აქვს სატურნს? ამ დროისთვის, მისი 82 თანამგზავრის არსებობაა დადასტურებული, მათ შორის ყველაზე პატარას ზომა კილომეტრზე მცირეა. ყველაზე დიდი ექვსი თანამგზავრი კი ამ შედგენილ ფოტოზეა აღბეჭდილი. გადაღებები 13 მოკლე ექსპოზიციით ელვარე პლანეტისთვის და 13 ხანგრძლივი ექსპოზიციით მისი თანამზგავრებისთვის, ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სატურნის ყველაზე დიდი თანამგზავრის, ტიტანის დიამეტრი 5150 კილომეტრია, ის ჩვენს მთვარეზე დიდია და ცოტათი მერკურიზეც. სურათზე წარმოდგენილია მისი თითქმის სრული შემოვლა რგოლებით გარშემორტყმული პლანეტის ირგვლივ. 1655 წელს, ჰოლანდიელმა ასტრონომმა, კრისტიან ჰიუიგენსმა (ციანმჟავის ღრუბელი ტიტანზე), სატურნის პირველი თანამგზავრი აღმოაჩინა, რა თქმა უნდა, ეს იყო ტიტანი. ბოლოს აღმოჩენილი თანამგზავრების შესახებ კი 2019 წელს გამოაცხადეს. წერტილების მწკრივი, მარჯვნივ, ზომით მესამე თანამგზავრი იაფეტია. მისი ორბიტის რადიუსი იმდენად დიდი, რომ ამ ფოტოზე მხოლოდ ნაწილი აღიბეჭდა. ამ თვეში სატურნი, იუპიტერთან ახლოს, მზის ჩასვლის თანავე ამოდის ღამის ცაზე და გათენებამდე ხილული რჩება (მოკლედ მზის სისტემის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.