როგორ ხვდებიან მადლიერების დღეს კოსმოში

_ამერიკელების  საყვარელი  ეროვნული  დღესასწაულის – Thanksgiving ანუ  მადლიერების  დღის სათანადოდ შეხვედრაში ასტრონავტებს მიკოგრავიტაცია ხელს ვერ შეუშლის. ეს  დღე ოფიციალურად უქმე დღედ  პრეზიდენტმა აბრაჰამ ლინკოლნმა 1863 წელს გამოაცხადა, ამერიკასა და კანადაში ყოველ 28 ნოემბერს აღინიშნება. მას მოსავლის აღების შემდეგ ზეიმობენ.
_ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, ამ დღეს, ოჯახები, ნათესავები ერთად იკრიბებიან და სხვადასხვა კერძებს ამზადებენ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი კერძი ინდაურია, რომელიც ყველა ოჯახში აუცილებლად უნდა იყოს. გამონაკლისი არც ასტრონავტები არიან, ისინიც შეხვდნენ ინდაურით მადლიერების დღეს და მშვენივრადაც მოილხინეს. ჩვენს თავზე მყოფმა 6 ასტრონავტმა შესანიშნავი ტრადიციული სადილი მოამზადა, მშრალად გაყინული და პაკეტებში სპეციალურად  ასტრონავტებისთვის დამზადებული  პროდუქტებით, ასევე  40 კგ-იანი ინდაური, მოთავსებული ერთი ციცქნა პოლიეთილენის პაკეტში. სუფრა საკმაოდ მრავაფეროვანი აღმოჩნდა, რადგან კოსმოში მათ 200 სახეობის პროდუქტებს უგზავნიან. მადლიერების ტრადიციული სუფრა ასტრონავტებმა მაიკ ჰოპკინსმა და რიკ მასტრაჩიომ მოამზადეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს დღე ამერიკაში დასვენების დღედ არის გამოცხადებული, ასტრონავტებმა რა თქმა უნდა ვერ დაისვენეს, თუმცა სადილის მომზადება და ამ დღის აღნიშვნა მაინც მოახერხეს.

_ამერიკელი ასტრონავტებისა და მეცნიერებისთვის მადლიერების დღე კიდევ უფრო განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან სწორედ ამ დღეს დაემთხვა კომეტა ISON-ის შეჯახება მზესთან, რაც, როგორც უკვე თქვენთვის ცნობილია კომეტის კრახით  დასრულდა, თუმცა ამ ფაქტს არავინ გაუნაწყენებია და როგორც ზევით, ისე ქვევით, მადლიერების დღე მშვენივრად გაატარეს(კიდევ ასტრონავტებზე).
ავტორი: თეო ჯაფარიძე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.