კომეტა ISON, რომელსაც ასტრონომები საუკუნის კომეტობას უწონასაწარმეტყველებდნენ, პერიჰელიუმში მოძრაობა ვერ გადაიტანა(NASA).
_კომეტას ჯერ მზის გარშემო უნდა შემოეფრინა 1,1 მილიონ კილომეტრზე, ხოლო შემდეგ დედამიწასთან საკმაოდ ახლოს უნდა ემოძრავა – 3,5 მლნ. კილომეტრი. დაკვირვებებით გაირკვა, რომ მას ნახევარ კილომეტრიანი ბირთვი აქვს, ამიტომ ISON-ი (იგივე C/2012 S1) შეიძლებოდა ასწლეულის ყველაზე ელვარე კომეტა გამხდარიყო. პერიჰელიუმთან(მზესთან უახლოესი წერტილი) გავლის ადგილზე SOHO-სა და STEREO-ს მიერ დაფიქსირებული მტვრის ღრუბელი მას ამ წოდების მიღების შანსს აღარ უტოვებს.
SOHO:
SDO-ს კადრებზე კომეტა საერთოდ არ ჩანს:
_კომეტის შესაძლო დაშლის შესახებ მზესთან მიახლოებისას უკვე 27 ნოემბერს გახდა ცნობილი, როცა ასტრონომებმა ელვარების მკვეთრი ზრდა დააფიქსირეს. სისტემა ISON-ის მიერ აღმოჩენილი კომეტის სიკვდილი უნიკალური შემთხვევა არ არის: მცირე ზომის კომეტები მზეს რეგულარულად ეჯახებიან.