როგორ გაჩნდა ქიმიური ელემენტები?

 თქვენს სხეულში არსებული წყალბადი, რომელიც წყლის მოლეკულებშია, დიდი აფეთქების დროს გაჩნდა. წყალბადის ხვა მნიშვნელოვანი წყარო სამყაროში არ არსებობს(სამყაროს პირველი ელემენტები: წყალბადი, ჰელიუმი, ლითიუმი). ნახშირბადიც და ჟანგბადიც, თერმობირთვული რეაქციების პროდუქტია. რკინის მეტი წილი, აქედან შორს, შორეულ წარსულში, ზეახლების აფეთქებით გაჩნდა. ჩვენს სამკაულებში არსებული ოქრო, ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახებით წარმოიქმნა, მოვლენისას, რომელსაც მოკლე გამა-ანთებების სახით ვხედავთ. ცოცხალ ორგანიზმებს(სიცოცხლე) ფოსფორისა და სპილენძის მიზერული რაოდენობა ესაჭიროება, მათ გარეშე კი საერთოდ ვერ იარსებებენ. წარმოდგენილ ფოტოზე, ქიმიური ელემენტების მენდელეევისეული პერიოდული სისტემა არის გამოსახული. ფერები, ელემენტების წარმოშობის, დღეისათვის აღიარებული ჰოპოთეზების მიხედვით, იგივე ფერით ნაჩვენებ წყაროებს შეესაბამება. ზოგიერთი ელემენტების, მაგალითად, სპილენძი, გაჩენის გზები ჯერ კიდევ დაუზუსტებელია, რის გამოც ეს საკითხი ექსპერიმენტული და კომპიუტერული კვლევების საგნად არის ქცეული(ისევ კოსმოსური ოქროს შესახებ; სად დაიკარგა კოსმოსური პლუტონიუმი?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.