რითი განსხვავდება დედამიწის, მარსისა და ტიტანის მდინარეები?

 სატურნის თანამგზავრ ტიტანზე მდინარეები მოედინება, რომლებიც დედამიწისა და ერთ დროს მარსზე მოჩხრიალე მდინარეებს საერთოდ არ ჰგავს. მეცნიერებს ტიტანის ზედაპირის არც თუ ისე ბევრი სურათი აქვთ: დედამიწიდან გადაღებული ფოტოები ძალიან გადღაბნილია. მთავარი პრობლემა არა დიდი მანძილია, არამედ ტიტანის სქელი ატმოსფერო, რომლის იქეთაც არაფერი ჩანს.  ის რაც დღეს გვაქვს, დასაშვები მოდულის – ”ჰიუიგენსი”, მიერ გადმოცემული ფოტოებია. მთვარეს თუ არ ჩავთვლით, ეს პლანეტის ბუნებრივი თანაგზავრის ყველაზე უფრო მაღალი გარჩევადობის სურათებია.

 ”ჰიუიგენსის” მიერ ჩატარებული კვლევები, დაშვებისას და დაშვების მერე, ტიტანის ატმოსფროსა და ზედაპირის შემადგენელის შესახებ გვიქმნის წარმოდგენას. ეს ძალიან აგრესიული გარემოა, მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ატმოსფეროს მსგავსად, იქაც აზოტი დომინირებს, მეორე ადგილი კი მეთანს უკავია. ღრუბლებიცა და მდინარეებიც ამ უკანასკნელისგან შედგება. მეთანის წყარო ახლაც გამოცანად რჩება.

 მდინარეთა კალაპოტები სამივე ციურ სხეულზე – დედამიწა, მარსი და ტიტანი, განსხვავებულად ფორმირდება, მით უმეტეს დედამიწაზე: მისი რელიეფი ტექტონიკური ბაქნების მოძრაობის გამო გამუდმებით იცვლება და მდინარეებიც ამ ცვლილებებს მიყვება. მარსსა და ტიტანზე ასეთი ბაქნები საერთოდ არ არის.

 დიდი ხნის წინათ დამშრალი მარსული მდინარეების კალაპოტები მთების გასწვრივ მიდის, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათი ფორმირება მდინარეთა კალაპოტების გაჩენამდე დიდი ხნით ადრე მოხდა. ტიტანისეულ მეთანის მდინარეთა დინებაზე (ციური მდინარე: მინი-ნილოსი) ახლანდელი გეოლოგიური პროცესები მოქმედებდა და ახლაც მოქმედებს – ალბათ, ყინულოვანი ქერქის სისქის შემცირება, რასაც სატურნის მხრიდან მოქმედი მიზიდულობა იწვევს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.