რგოლიანი გალაქტიკა AM 0644 741

 ამ გალაქტიკის შემომფარგლავი ცისფერი რგოლი, ახალგაზრდა ვარსკვლავებისგან შემდგარი სტრუქტურაა, რომლის ზომა 150 ათასი სინათლის წელია. რგოლიანი გალაქტიკის სახელით ცნობილი AM 0644-741, სხვა გალაქტიკასთან შეჯახებით შეიცვალა. ვარსკვლავებს შორის მანძილები იმდენად დიდია, რომ ასეთი შეჯახების დროს, გალაქტიკები “შეუხებლად” გაივლიან ხოლმე ირთმანეთში. დიდი გალაქტიკის რგოლის ფორმის წარმონაქმნი, გრავიტაციული დაშლით გაჩნდა, როცა მასში მეზობელმა პატარა გალაქტიკამ გაიარა. როდესაც ეს ხდება, ვარსკვლავთშორისი გაზი და მტვერი იკუმშება, რის შედეგადაც ზემოქმედების ადგილიდან, ვარსკვლავების ფორმირების ტალღა ამოდის, ტბის ზედაპირზე გავრცელებული ტალღის მსგავსად. ეს პროცესები, რა თქმა უნდა, მილიონობით წელი გრძელდება (ვარსკვლავი). კადრში მოხვედრილი ყველა დანარჩენი გალაქტიკა ფონურია, ასევე ირმის ნახტომში მდებარე ჯვრის ფორმის სხივებიანი ვარსკვლავებიც, რაც ტელესკოპის მეორე სარკის დამჭერით გამოწვეული ეფექტია. არეულობის გამომწვევი პატარა გალაქტიკა, რომელიც ედვინ ჰაბლის სახელობის კოსმოსურმა ტელესკოპმა გადაიღო, მარჯვენა ზედა კუთხეში ჩანს. მფრინავი თევზის თანავარსკვლავედში მდებარე AM 0644-741-მდე მანძილი 300 მილიონი სინათლის წელია (გალაქტიკა: მოკლედ და ვრცლად).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.