პულსარმა აურია…

ნეიტრონული ვარსკვლავები სამაყაროს ყველაზე უფრო მკვრივი მატერიალური ობიექტებია. შეიძლება თქვათ, რომ ამ მხრივ, შავი ხვრელი უფრო ექსტრემალურია, მაგრამ ჯერ არავინ იცის რჩება თუ არა მოვლენათა ჰორიზონტს შიგნით მოხვედრილი მატერია ჩვეულებრივ მატერიად. ნეიტრონული ვარსკვლავები, მასიური ვარსკვლავების აფეთქებით ჩნდება, როცა ამ უკანასკნელის ბირთვი რამდენიმე ათეულ კილომეტრამდე იკუმშება(ნეიტრონული ვარსკვლავების მასის ზედა ზღვარი).

 უზარმაზარი სიმკვრის პირობებში მოხვედრილი მატერია საკმაუდ უჩვეულოდ იქცევა. არსებული თეორიის მიხედვით, ასეთი ვარსკვლავების ზედა ფენა, სუბატომური ნაწილაკებისგან შემდგარ ზესითხეს წარმოადგენს(ჩანდრასეკარის ზღვარი!!!). სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამ წარმოდგენების უარყოფა ან დამტიკიცება მეცნიერებს არ შეუძლიათ. ზოგიერთ კითხვაზე პასუხის მისაღებად, ასტრონომები ასე მოიქცნენ – ერთ-ერთი ნეიტრონული ვარსკვლავისკენ რადიო ტელესკოპები მიმართეს და 3 წლის განმავლობაში მუდმივად უთვალთვალებდნენ მას.

 ნეიტრონული ვარსკვლავი, ძირითადად, ნეიტრონებისგან შედგება, თუმცა არის გარკვეული რაოდენობის პროტონები და სხვა ნაწილაკებიც. ყველა მათგანი უზარმაზარი წნევის ქვეშ, ზედენად სითხეშია გაერთიანებული, სითხეში, რომელსაც ნულოვანი სიბლანტე გააჩნია(ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა(თეთრი ჯუჯა და ნეიტრონული ვარსკვლავი)). ვარსკვლავის წიაღში ცირკულირებული სითხე, უძლიერეს მაგნიტურ ველს წარმოქმნის, რომელიც ახლო სივრცეში მოხვედრილ ნაწილაკებს სინათლის სიჩქარემდე აჩქარებს და ნათებას აიძულებს(რენტგენის და სინქროტრონული გამოსხივება).

 როგორც წესი, ნეიტრონული ვარსკვლავი სწრაფად ბრუნავს და მისი პოლუსებიდან ამოსული გამოსხივების ნაკადი, დედამიწის მიმართულებით პერიოდულობით მოემართება, რაც ჩვენთვის ერთგვარ პულსირებად სიგნალად აღიქმება(პულსარი). დიდი მასისა და სწრაფი ბრუნვის გამო ეს იმპულსები მაღალი სტაბილურობით გამოირჩევა და ალბერტ აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის ზოგიერთი ასპექტების შესამოწმებლადაც იქნა გამოყენებული(ინტერვიუ ზემასიური ხვრელის მეზობელთან).

 პულსარების სიგნალების სტაბილურობასაც აქვს თავისი ზღვარი. მათი ძლიერი მაგნიტური ველი, დამამუხრუჭებელ ძალასაც წარმოქმნის. ეს ძალა, ზოგჯერ, პულსარის ”მუშაობაში” ჩავარდნებს აჩენს – ზედენადი სითხის მორევის მსგავსი ხვეულები, პულსარის ბრუნვის მცირეხნიან და მკვეთრ აჩქარებას, დამუხრუჭებას ან ბრუნვის სიჩქარის შენელაბას იწვევს(მაგნეტარი, რომელმაც ბრუნვა გადაიფიქრა).

ველა რენტგენში, მისი პულსირების ხმა.

 ზემოთ ხსენებული სამწლიანი დაკვირვება იალქნის თანავარსკვლავედის პულსარზე(Vela) ხდებოდა, ავსტრალიასა და ტასმანიაში არსებული რადიო ტელესკოპებით. ამ 3 წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთი ჩავარდნა იქნა რეგისტრირებული, იმ მონაცემთა მაღალი სიზუსტით ჩაწერით, სინათლის პოლარიზაციის ჩათვლით, რომლებიც ჩავარდნის წინ და მერე დაიმზირებოდა.

 ეს ჩავარდნა წამზე მცირე დროში მოხდა, რასაც წინ ერთი ძალიან სუსტი სიგნალი უძღვოდა. 90 მილიწამის მერე, როცა პულსარს მომდევნო იმპულსი უნდა მოეცა, რადიო ტელესკოპებმა სიჩუმე დააფიქსირა. მომდევნო იმპულსებიც სუსტი იყო და მცირე პოლარიზაციის ნიშნები ეტყობოდა, რაც ჩავარდნისწინა სიგნალში უფრო კარგად გამოვლინდა. დღეისათვის არსებულ ყველა მონაცემში ასეთი ჩავარდნა ჯერ არ აღმოუჩენიათ.

 შემჩნეულ იქნა, რომ ამ პულსარის გამოსხივების ხასიათი ჩავარდნამდე რამდენიმე წამით ადრე შეიცვალა. მკვლევართა აზრით, ამის მიზეზი ზედენადი სითხის ხვეულის წარმოქმნა უნდა იყოს, რომელიც ნეიტრონული ვარსკვლავის ზედაპირს მოსწყდა. მოწყვეტის დროს ისეთი ძლიერი მაგნიტური ველი წარმოიქმნა, რომ ვარსკვლავის მაგნიტური ველის ძალწირების სურათი მთლიანად შეიცვალა, რამაც თავის მხრივ, პუსლარის გამოსხივების ჭავლის(ჯეტი) მიმართულება შეცვალა().

 დამზერით მიღებული მონაცემები და თეორიული მოდელებით ჩატარებული გამოთვლები ერთმანეთს დაემთხვა. ამ მეთოდების გამოყენებით, პულსარის ჩავარდნების პროგნოზირება 4,4 წამით ადრე იქნება შესაძლებელი. ეს კი არსებული თეორიების შემოწმების პირველი რეალური შანსია. სამწუხაროდ, ეს მოვლენა უკიდურესად იშვიათია და საჭირო რაოდენობით მონაცემების დასაგროვებლად საკმაოდ დიდი დრო იქნება საჭირო(ნეიტრონული ვარსკვლავების დიდი გაერთიანებაკოსმოსის ყველაზე ძლიერი მაგნიტები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *