პროგრამა ”Apollo”-სგან პროგრამა ”Artemis”-ს მთვარის ბურღი

 50 წლის წინ, 26 ივლისს, პრეზიდენტ კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან სტარტი აიღო მთვარის მისიამ Apollo 15, რომლის ბორტზეც სამი ასტრონავტი იმყოფებოდა: მეთაური დევიდ რ. სკოტი, სარაკეტო მოდულის პილოტი ალფრედ მ. უორდენი და მთვარის მოდულის პილოტი ჯეიმს ბ. ირვინი. Apollo 15 იყო პირველი, რომელმაც წინა მისიების მიერ დატოვებულ უამრავ ხელსაწყოსთან ერთად პირველად გამოიყენა აპოლოს მთვარის ბურღი (ALSD) და მართვადი მთვარემავალი (LRV).

 ამ მინი-პანორამაზე Apollo 15-ის მთვარის მოდულის პილოტის, ჯიმ ირვინის 1971 წლის 1 აგვისტოს გადაღებული ორი სურათია გაერთიანებული: 1. ასტრონავტი დევიდ სკოტი მთვარის ბურღს ეყრნობა და გრუნტიდან ზედაპირის ნიმუშებს იღებს; 2. წინ და მარცხნივ – მზის ქარის სპექტრომეტრია (სურათი: NASA-ს კენედის კოსმოსური ცენტრი).

 სკოტმა და ირვინმა მთვარეზე 67 საათი გაატარეს და დაჯდომის ადგილას ბევრი სამეცნიერო ინსტრუმენტი დაამონტაჟეს. მბრუნავ-პერკუსიული (ჩაქუჩის მექანიზმი) მთვარის ბურღი მათ გრუნტისა და ქვების დასახვრეტად გამოიყენეს, რისი მიზანიც  NASA-ს მთვარის გეოლოგიის შესწავლის პროგრამისთვის ნიმუშების მიწოდება იყო. ამ პროგრამის ფარგლებში მეცნიერები მთვარის გრუნტის შედგენილობას და წარმოშობის ისტორიას იკვლევენ, რისთვისაც ზედაპირის ქვეშ ღრმად განლაგებული ქანების კვლევაც აუცილებელია.

 ამჟამად NASA მთვარეს პროგრამა Artemis-ს ფარგლებში უბრუნდება და იქ ახალი ხელსაწყოები და სამეცნიერო ინსტრუმენტები მიაქვს, რომელიც  მთვარის კომერციული ტვირთების ინიციატივის ფარგლებში მსოფლიოს თითქმის ყველა ლოკაციიდან მიეწოდება; მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგოლითის (მთვარის გრუნტი) და ყინულის ბურღია, სახელწოდებით TRIDENT (The Regolith and Ice Drill for Exploring New Terrain), რომელიც მთვარის სასარგებლო რესურსების ამოსაღებადაა განკუთვნილი.

რეგოლითისა და ყინულის ბურღი (TRIDENT) – თანამედროვე ინჟინერიის შედევრია, რომელიც კომპანიამ Honeybee Robotics შეიმუშავა; TRIDENT-ის პირველი ნიმუში პოლარული რესურსების მოპოვების პროგრამის (PRIME-1) ფარგლებში გამოიცდება. ბურღის გაგზავნა 2022 წელს, მთვარის მორიგი ავტომატური კოსმოსური მისსიის განხორციელებისას მოხდება (სურათი: Honeybee Robotics).

 “Honeybee Robotics”-მა TRIDENT მთვარის რეგოლითის ნიმუშების მოსაპოვებლად შექმნა, რომლებიც NASA-ს გადაეცემა.” – აცხადებს ემი ეიხენბაუმი, მთვარის პოლარული რესურსებისა და ყინულის მოპოვების პროგრამის PRIME-1 (Polar Resources Ice Mining Experiment-1) ხელმძღვანელი.

 ”Apollo”-ს მთვარის ბურღების მსგავსად, TRIDENT-იც მბრუნავ-პერკუსიული სისტემის ბურღია, მაგრამ ამ ხელსაწყოებს შორის ძირითადი განსხვავება ის არის, რომ TRIDENT-ს ასტრონავტები არ სჭირდება – ”Honeybee Robotics”-ის და NASA-ს Small მცირე ბიზნეს-ინოვაციური კვლევების პროგრამის ფარგლებში ინჟინრებმა მისი სრული ავტომატიზება მოახდინეს.

 მთვარისპოლარულირესურსებისა და ყინულის მოპოვების პროგრამა (PRIME-1) პირველია, რომლის ფარგლებშიც, მთვარის რესურსების არა მხოლოდ საცდელი მოპოვების, არამედ გამოყენება-გადამუშავების პროცესებიც განხორციელდება; NASA-ს რობოტი ავტომატურ რეჟიმში მოიპოვებს ნიმუშებს მთვარის ღრმა ფენებში მდებარე გრუნტიდან და მასში წყლის რესურსების შემცველობას გამოიკვლევს. გაბურღვის სიღრმე დაახლოებით 1 მეტრი იქნება, ხოლო ნიმუშების შედგენილობას NASA-ს მეორე მეცნიერული ხელსაწყო – მთვარის პროცესებზე დამკვირვებელი მასს-სპექტრომეტრი (MSolo) ადგილზევე გააანალიზებს.

 მასს-სპექტრომეტრი “MSolo” მთვარის გრუნტში წყლის ყინულისა და სხვა აქროლადი ნაერთების შემცველობას განსაზღვრავს ნიმუშებიდან, რომლებსაც ღრმა ფენებიდან ბურღი TRIDENT ამოიტანს.” – ამბობს პროექტის მთავარი მეცნიერ-მკვლევარი, დოქტორი ჟანინ კაპტეინი. – “მიღებული შედეგები მთვარის ზედაპირთან ახლოს განთავსებული სასარგებლო რესურსების განაწილების ზოგად სურათს გამოავლენს, რაც მთვარეზე ხანგრძლივი ყოფნის მისსიების განხორციელებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.”

მთვარის TRIDENT ბურღის კომპლექსური ინჟინერიის მნიშვნელოვანი დეტალი, ლითონის ჯაგრისი, საცდელ პანელზე (Honeybee Robotics).

 ”Apollo 15” მთვარეზე გრძელი, არხის მსგავსი გეოლოგიური ლოკაციის ახლოს დაეშვა, რომელიც ცნობილია როგორც მთვარის აპენინების ხეობა. რაც შეეხება პროგრამას PRIME-1, სადაც ახალი ხელსაწყოები უნდა გამოიცადოს, ის მთვარის სამხრეთ პოლუსზე განხორციელდება, რადგან იქ NASA-ს და სხვა ქვეყნების კოსმოსური სააგენტოების ინსტრუმენტებმა წყლის მოლეკულების არსებობა დააფიქსირეს.

 PRIME-1 ფარგლებში მთვარის წყლისა და აქროლადი ნაერთების კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, NASA ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირზე პოლარეთის მკვლევარი მთვარემავლის – VIPER დასმას აპირებს. სწორედ VIPER-თან ერთად გაემგზავრება ბურღი TRIDENT, და ისინი 100 დღის განმავლობაში ერთად გამოიკლევენ მთვარის სამხრეთ პოლუსის სიღრმეებს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.