პლუტონის ცისფერი ცა

 ავტომატურმა ზონდმა – ”ახალი ჰორიზონტები”, ცისფერი ცა და გაყინული წყლის მარაგი აღმოაჩინა პლუტონზე(nasa).

 თხელი ატმოსფეროს სურათი, რომელიც ძალიან ჰგავს სატურნისეული ტიტანის ატმოსფეროს, ზონდზე არსებული მულტისპექტრული კამერით(MVIC) მიიღეს, მას ისეთს ვხედავთ, როგორსაც გარეშე დამკვირვებელი დაინახავდა.


“New Horizons”(NASA).

 კვამლისებური სფეროს მოცისფრო იერი აიხსნება აზოტისა და მეთანის ურთიერთქმედებით, რომელიც პლუტონის ატმოსფეროს ზედა ფენებში, მზის სინთლის მოქმედებით მიმდინარეობს. რეაქციით მიღებული თოლინები(მძიმე ნახშირწყლები), უმცირესი ნაწილაკების სახით, პლუტონის ზედაპირზე ცვივა. სპეციალისტთა აზრით, ამ ნაწილაკების ფერი რუხი ან წითელი უნდა იყოს. ის ფაქტი, რომ ნაწილაკებზე ცისფერის გაბნევა ხდება, მათ მცირე ზომებზე მეტყველებს(თინდალის ეფექტი).

plutonis yinuli

 ზონდზე არსებული სხვა ინსტრუმენტით – Ralph(ხილული და ინფრაწითელი დიაპაზონების კამერა), გაყინული წყლის მარაგებიც აღმოჩინეს, მთელს პლანეტაზე გაბნული უამრავი პატარა წარმონაქმნების სახით. ყინულის მეტი რაოდენობა, რატომღაც იქ არის, სადაც მოწითალო ფერის თოლინების ნალექია.

sterni alan
ალან სტერნი, პლუტონის აღმომჩენის – ქლაიდ თომბოს სურათით ხელში.

 ”ეს მიკროსამყარო ცოცხალია…. არის ამინდი” – ამბობს პლანეტოლოგი ალან სტერნი. საუბარია აქტიურ გეოლოგიაზე და ამინდზე, რომელიც მზის სისტემის ყოფილ პლანეტაზე დაიმზირება. ”2015 წელი სამუდამოდ შევა სახელმძღვანელოებში” – დასძენს სტერნი.

 ავტომატური ინტერპლანეტარული სადგური ”ახალი ჰორიზონტები”, 2015 წლის 5 სექტემბრიდან მონაცემთა გადმოცემის პიკურ ფაზაზე გადავიდა, მონაცემებისა, რომლებიც 14 ივლისს, პლუტონთან მაქსიმალურად მიახლოების დროს შეაგროვა. ათობით გიგაბაიტი მონაცემების გადმოცემა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. აპარატი მოგზაურობას აგრძელებს და 2019 წლის იანვარში, 2014 MU69-ს სახელით ცნობილ პლანეტოიდს გამოიკვლევს(კიდევ მისია ”ახალი ჰორიზონტები”-ს შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *