”ახალი ჰორიზონტები” – 11 უჩვეულო ფაქტი

ყველაზე სწრაფი სტარტი ისტორიაში

 2006 წლის 19 იანვარს, NASA-მ კოსმოსური აპარატი – ” ახალი ჰორიზონტები”, რაკეტა ”ატლას- V”-ის წვერზე მიამაგრა და კოსმოსში გაუშვა. 58 000 კმ/სთ. სიჩქარით მოძრავმა აპარატმა, გაშვებიდან სულ რაღაც 9 საათში მიაღწია მთვარეს. პროგრამა ”აპოლონის” ასტრონავტებს იგივეს გასაკეთებლად 3 დღე დასჭირდათ.

 პლუტონი ჯერ ისევ პლანეტა იყო

plutoni planetaa demonstracia

 2005 წელს პლუტონის ზომის ობიექტი – ერისი, იქნა აღმოჩენილი და ასტრონომები იძულებულნი გახდნენ გადაეწყვიტათ, მეათე პლანეტად ეღიარებინათ ის, თუ სხვების სტატუსი გადაემოწმებინათ. საბოლოოდ, მისიის დაწყებიდან 5 თვის მერე, პლუტონი ჯუჯა პლანეტების სიაში გადავიდა.

 იუპიტერთან

 2007 წელს ”ახალი ჰორიზონტები” იუპიტერს მიუახლოვდა, რომლის უძლიერეს გრავიტაციულ ველში შესრულებული მანევრის მერე, შურდულიდან გასროლილი ქვასავით გაქანდა პლუტონისკენ. გაზის გიგანტის შემოფრენა წარმატებით დასრულდა, რითაც ზონდმა დამატებით 14 500 კმ/სთ. აჩქარება მიიღო.

 არამიწიერი ვულკანის ამოფრქვევა

 იუპიტერის ერთ-ერთი თანამგზავრი – იო, ოთხასზე მეტი ვულკანის ამოფრქვევის ადგილია, რის გამოც ის, გეოლეგიურად მზის სისტემის ყველაზე აქტიურ და მშრალ ობიქტად ითვლება. ზონდის მიერ გადაღებული ფოტოების სერიებით, წარმოდგენილი ანიმაცია იქნა გაკეთებული.

 ქლაიდ თომბოს ფერფლი

tombos ferfli koneineri

 ქლაიდ თომბობ ეს ჯუჯა პლანეტა 1930 წელს აღმოაჩინა, ხოლო 67 წლის მერე, სიკვდილის პირას მყოფმა ითხოვა, რომ მისი ფერფლი კოსმოსში გაეგზავნათ და ასეც მოხდა.

 ბირთვული საწვავი

 ”ახალი ჰორიზონტები” იმდენად შორსაა მზიდან, რომ მზის ბატარეებით გენერირებული ენერგიის იმედზე ვერ იქნება. ელექტროენერგიის წყაროდ, რადიოიზოტოპური(11 კგ. პლუტონიუმის ოქსიდის 72 კაფსულა) თერმოელექტრული გენერატორია გამოყენებული(რითეგ). სტარტის დროს მისი სიმძლავრე 250 ვატს შეადგენდა, სავარაუდოდ, ეს მონაცემი ყოველი 4 წლის მერე 5%-ით შემცირდება, ანუ პლუტონთან ახლოს ფრენისას მისი მაჩვენბელი 200 ვატს უტოლდებოდა, რაც ”ვოიაჯერების” რითეგ-ის სიმძლავრეზე გაცილებით ნაკლებია(470 ვატი სტარტზე, 390 ვტ. 2006 წელს). სწორედ ამით აიხსნება მისიის შედარებით მცირე ხანგრძლივობა, რომელიც 2020-იან წლებში უნდა დასრულდეს, როცა აპარატი 50-55 ასტრონომიულ ერთეულს გაივლის.

 50-იანი წლების სერიალი…

NH instrumentebi

 შვიდი ინსტრუმენტიდან, ხუთის სახელი აკრონიმების სახით არის წარმოდგენილი, ცნობადი ჟღერადობით – PEPSSI, REX და ა.შ. Ralph და Alice კი აკრონიმების გარეშე თავიანთ სახელებში, აღებული 50-იანი წლების სერიალიდან ”ახლად დაქორწინებულები”(Honeymooners).

 ენერგიის მინიმალური დანახარჯი

 ყველაზე უფრო მცირე ენერგიას კამერა Ralph-ი მიხმარს. მიუხედავად იმისა, რომ ეს კამერა 10 წლის წინათ დამზადდა, ის, არცერთ სხვა კამერას არ ჰგავს. 10 კილოგრამიანი ინსტრუმენტი იმდენივე ენერგიას მოიხმარს, რამდენსაც მგიდის პატარა ნათურა.

 საფრთხე ნამსხვრევების მხრიდან

 ”ახალი ჰორიზონტები” 50 000 კმ/სთ. სიჩქარით მოძრაობს და ნებისმიერი შეჯახება ყინულის პატარა ნატეხთან ან მტვერთან, აპარატის განადგურებას გამოიწვევს, ხოლო დაგროვბული ინფორმაციის გადმოცემა შეუძლებელი გახდება.

 ”აპარატის მწყობრიდან გამოყვანა ბრინჯის ზომის ნაწილაკსაც კი შეუძლია, რადგან ის ძალიან სწრაფად მოძრაობს” – ამბობს მისიის მთავარი მკვლევარი ალან შთერნი.

 პლუტონის მერე

plutoni nasa

 თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა და გარკვეული რაოდენობის საწვავი დარჩება, ზონდი გზას გააგრძელებს და ეცდება, კოიპერის სარტყელის ერთი ობიქტი მაინც შეისწავლოს.

 მზის სისტემის საზღვარზე მდებარე კოიპერი, მარსსა და იუპიტერს შორის არსებულ ასტეროიდულ სარტყელზე 20-ჯერ დიდია. მეცნიერთა აზრით, მასში მზის სისტემის ფორმირების დაწყების დროინდელი ობიექტების ფრაგმენტებია შემონახული(”ახალი ჰორიზონტების” სხვა სამიზნეები).

 26 წლიანი დაგვიანებით…

 26 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ბოლოჯერ ”პირველად” შევხედეთ პლანეტას. ანუ, 1989 წელს, როცა ”ვიაჯერმა” პლანეტა ნეპტუნს ჩაუფრინა. ამ თვალსაზრისით, ახლახანს განხორციელებული ახლო ფრენა პლუტონთან, ნამდვილად ისტორიული მოვლენაა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *