”ვოიაჯერ-1”-ის რადიო სიგნალი

 სიგნალი ზეგრძელი ბაზების მქონე ანტენების მასივმა დაიჭირა(VLBA; ასტრონომებმა დედამიწის გალაქტიკური მისამართი დააზუსტეს), რომელიც სხვადასხვა კონტინენტებზე განლაგებული 10 რადიოტელესკოპისგან შედგება.

 ეს ბაცი-ცისფერი წერტილი ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე უფრო შორს მდებარე ობიექტია.

 ”ვოიაჯერ-1”-ის გადამცემის სიმძლავრე 23 ვატია. ანტენა დედამიწისკენაა მომართული, თუმცა 15 მილიარდ კილომეტრზე მეტი მანძილიდან ჩვენამდე მოსული სიგნალი ძალიან სუსტდება – ვატის მემილიარდედის მემილიარდედი. ეს სუსტი სიგნალი ერთად-ერთი საშულებაა, რომელიც 36 წლის წინათ გაშვებულ ზონდთან გვაკავშირებს.

 რა თქმა უნდა, მისი აღმოჩენა ძალიან ძნელია და სწორედ ამიტომ იყენებენ დიდ რადიოტელესკოპებს ვოიაჯერთან სასაუბროდ.

 ბაცი-ცისფერი წერტილი, რადიოანთება ბნელ ცაში, ჩვენს ნაწილს წარმოადგენს. ავტომობილის ზომის 723 კილოგრამიანი ზონდი, აღჭურვილი კომპიუტერითა და  ატომური რეაქტორით, დედამიწელებმა მზის სიტემის შესასწავლად გაუშვეს(კაცობრიობა მზის სისტემას იკვლევს). 36 წლის მერეც, აპარატი ჩვენთან ურთიერთობას აგრძელებს.

 ორი ბაცი-ცისფერი წერტილი ერთმანეთს უყურებენ(სიცოცხლის ყველა ფერი).

 2014 წლის 22 თებერვალს ”ვოიაჯერ-1”-სა და მზეს შორის მანძილი 19 მილიარდი კილომეტრი გახდება. მაღალი სიჩქარით მოძრაობის გამო, აპარატის რელატივისტური მასა, მისი უძრაობის მასაზე, დაახლოებით 1,168 მილიგრამით მეტია(ამ ფორმულის თანახმად: m=m0/1-v2/c2). წლის გარკვეულ პერიოდში ”ვოიაჯერ-1” დედამიწას უახლოვდება, რადგან დედამიწა უფრო მეტი სიჩქარით მოძრაობს მზის გარშემო(30 კმ/წმ.), ვიდრე აპარატი(17 კმ/წმ.) შორდება მას(„ვოიაჯერის“ ოქროს ჩანაწერი…; კიდევ ვოიაჯერის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *