პლანეტა დედამიწა “ორიონიდან”…

  2022 წლის 16 ნოემბერს, ზემძიმე რაკეტა-მატარებელი SLS (Space Launch System – კოსმოსური სტარტების სისტემა), მისია “არტემისის” ჩარჩოებში, აფრინდა და კოსმოსური ხომალდი “ორიონი” მთვარისკენ გაამგზავრა, რითაც, ამავე დროს, ნასას შორეული კოსმოსის კვლევის ახალი სისტემის სრულფასოვანი გამოცდა დაიწყო. კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრის გასაშვები მოედნიდან აფრენილი “ორიონის” ერთ-ერთი კამერის ობიექტივში, აქ წარმოდგენილი ხედი აღიბეჭდა. ჩანს ორბიტული მანევრების ძრავა და დამატებითი ძრავები, 7 მეტრიანი მზის პანელის იქეთ კი ჩვენი ცისფერი პლანეტაც, საიდანაც ამ კოსმოსურმა ხომალდმა აიღო სტარტი. მისია “არტემის 1” თითქმის 4 კვირა გაგრძელდება, მოხდება მოწყობილობის გამოცდა, რომელიც კაცობრიობას მთვარისა და მარსის უკეთ კვლევაში დაეხმარება. უპილოტო ხომალდი “ორიონი”, მთვარესთან ახლოს 21 ნოემბერს აღმოჩნდება და მის გარშემო ორბიტაზე დაიწყებს მოძრაობას (კიდევ “არტემისის” შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.