მეტეორული ნაკადი ალფა მონოცეროტიდები

 ყოველწლიური მეტეორული ნაკადი ალფა მონოცეროტიდები, საერთაშორისო აბრევიატურით – AMO (The Alpha Monocerotids), ნოემბერში დაიმზირება, რადიანტით (შემოჭრის წერტილი) მარტორქის თანავარსკვლავედში. ნუ შეგვეშლება დეკემბრის მონოცეროტიდებში – MON. მეტეორების წვიმად წოდებული მოვლენა 15 ნოემბრიდან იწყება, ხოლო აქტიურობის პიკი 21-22 ნოემბერს უწევს. ამ მეტეორების სიჩქარე საკმაოდ მაღალია – 65 კმ/წმ. თუმცა მათი რაოდენობა მცირეა და შემოჭრებიც ცოტა ხნით გრძელდება. გამონაკლისი იყო 1925, 1935, 1985 და 1995 წლები.1925 და 1935 წლებში მეტეორების რაოდენობამ საათში (ZHR) 1000-ს გადააჭარბა. მათი აქტიურობის მატების განმეორება პიტერ ჯენნისკენსმა (ასტრონომი, უფროსი მეცნიერ მუშაკი SETI-სა და ნასას ეიმსის სახელობის ცენტრებში) 1995 წლისთვის ივარაუდა, ჰიპოთეზაზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც ეს გააქტიურებები გამოწვეულია გრძელპერიოდიანი კომეტის, რომლის ფრაგმენტებსაც ეს ნაკადი წარმოადგენს, ტრაექტორიაში შეშფოთებების შეტანა პლანეტების მხრიდან. 1995 წელსვე დაზუსტდა რადიანტი და პიკის დრო. წარმომქმნელი გრძელპერიოდიანი კომეტა უცნობია (მეტეორული “წვიმა” ლეონიდები – მაქსიმუმი 17-18 ნოემბერს; პერსეიდები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.