პირველი ამერიკელი კოსმოსში – 60 წელი ისტორიული ფრენიდან

 1961 წლის აპრილში, იური გაგარინი კოსმოსში გასული პირველი ადამიანი გახდა, რამაც ამერიკის შეერთებული შტატები (ისევე, როგორც მთელი დანარჩენი მსოფლიო) შოკში ჩააგდო. ზუსტად 60 წლის წინ, 1961 წლის 5 მაისს, აშშ-მ საპასუხო ნაბიჯი გადადგა – ამერიკელი ალან შეპარდი დედამიწის ორბიტაზე გავიდა, სადაც მან, გაგარინისგან განსხვავებით, მხოლოდ 16 წუთი გაატარა. თუმცა, შეპარდის ნამდვილი წარმატება ჯერ კიდევ წინ იყო.

ისტორიული მოვლენა – 1961 წლის 5 მაისს, რაკეტა “რედსთოუნი” (Redstone), რომლის ბორტზეც პირველი ამერიკელი ასტრონავტი – ალან შეპარდი იმყოფებოდა, კანავერალის კონცხიდან აფრინდა (NASA).

 რაკეტა რედსთოუნი“, სინამდვილეში, სამხედრო შეიარაღების გადასატანად იყო შექმნილი, ამიტომ ადამიანის საჭიროებებზე და შესაძლებლობებზე მოსარგებად მას 60-ზე მეტი მოდიფიკაცია დასჭირდა. აფრენიდან 2 წუთის შემდეგ კაფსულა “მერკური (Mercury) რაკეტა-მატარებელს გამოეყო და დედამიწის ორბიტაზე გავიდა. რაკეტის დანარჩენი ნაწილი კი დედამიწის ატმოსფეროში შემოიჭრა და დაიწვა. ალან შეპარდის ფრენის სიმაღლე მხოლოდ 187 კმ. იყო დედამიწის ზედაპირიდან. 16 წუთის შემდეგ, კაფსულა დედამიწაზე დაბრუნდა – ის პარაშუტების საშუალებით დაეშვა ატლანტის ოკეანეში, სტარტის ადგილიდან 500 კმ. მოშორებით.

დაძაბულობა აფრენის წინ – ალან შეპარდი სუბ-ორბიტულ ფრენამდე რაკეტის კაფსულაში (NASA).

 დედამიწის ორბიტაზე ხანგრძლივი მისიით გასული პირველი ამერიკელი იყო ჯონ გლენი, რომელიც კოსმოსში 1962 წელს გაფრინდა, ანუ – გაგარინის ფრენიდან ერთ წელიწადში. რაც შეეხება ალან შეპარდს, მას წარმოუდგენლად გაუმართლა – ის “აპოლო 14” მისიის ფარგლებში მთვარეზე დაეშვა. მთვარის ზედაპირზე არ ამხტარა, მაგრამ გოლფი ითამაშა და მტვრის ბუღი დააყენა (10 ლეგენდარული ასტრონავტი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.