ჩინელი მეცნიერების აპარატურის ხედვის არეში, რომლითაც ჩვეულებრივი ელვას სპექტრს იკვლევდნენ, შემთხვევით სფეროსებრი ელვაც მოყვა. შედეგები სფეროსებრი ელვას მიღების ერთ-ერთი მოდელის სასარგებლოდ მეტყველებენ, თუ როგორ შეიძლება მისი მიღება ლაბორატორიულ პირობებში.
სფეროსებრი ელვა არის კლასიკური მაგალითი ფიზიკური მოვლენისა, რომელშიც, მისი ”მიწიერების” მიუხედავად, ფიზიკოსები ახლაც ვერ გარკვეულან. ეს არც მიკროსამყაროა და არც შორეული კოსმოსი, ატმოსფერული ელექტროობის ერთ-ერთი სახე. ის ძალიან იშვიათდ ჩნდება, თან სრულიად გაურკვეველ გარემოებებში, რის გამოც ვერც თანამედროვე აპარატურით ხერხდებოდა მისი გამოკლევა.
ადვილი მისახვედრია, რომ სფეროსებრი ელვა ”კადრში” შემთხვევით მოხვდა, 2012 წლის ზაფხულში, როცა მეცნიერები ტიბეტის პლატოზე ორი სხვადასხვა სპექტროგრაფის საშუალებით ჩვეულებრივ ელვას იკვლევდნენ. მისი ნათება 1,64 წამი გაგრძელდა. ფარადი გადღბის დაბალი გარჩევადობის კამერამ მთელი პროცესი ჩაიწერა, ხმის ჩათვლით, ხოლო მაღალი გარჩევადობის მაღალისიჩქარით გადაღების კამერამ მხოლოდ 0,78 წამი, ასე რომ სფეროსებრი ელვას წარმოქმნის მომენტის დეტალური სპექტრი ვერ იქნა მიღებული.
სფეროსებრი ელვას ნათება დროში იცვლებოდა, სხვადასხვანაირად პროცესის სხვადასხვა სტადიებზე. მახლობლად 35 კილოვოლტიანი ძაბვის გადამცემი სადენები გადიოდა 50 ჰერცი სიხშირის დენით, რომლისგანაც გარემოში წარმოქნილი ცვლადი ელექტრომაგნიტურ ველი სფეროსებრ ელვაზე ზემოქმედებდა.
ჩვეულებრივი ელვა სპექტრის დემონსტრირებას ახდენს, რომელიც ძირითადად იონიზირებული აზოტის ზოლისაგან შედგება. სფეროსებრი ელვას სპექტრი კი სულ სხვა ელემენტების ზოლებით არის შევსებული – რკინა, სილიციუმი, კალციუმი. მაგალითად, სილიციუმის ზოლი 594 ნანომეტრი ტალღის სიგრძეზე ელვას არსებობის ბოლო მომენტამდე დაიმზირებოდა.
ყველა ეს ელემენტი ნიადაგის შემადგენელი მთავარი კომპონენტები არიან. მანათობელ ზონაში მათი არსებობა ნიშნავს, რომ ნათებაში მთავარ როლს სწორედ ნიადაგის ნივთიერებები თამაშობენ, რომლებიც ჩვეულბრივი ელვას დარტყმის მერე ორთქლდებიან. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოვლენის ყველა გამოცანას ვერ ხსნის, თუმცა მისი ხელოვნურად მიღების მეთოდებისკენ მიუთითებს(სხვა თეთრი ლაქები…; ღმერთების საიდუმლო იარაღი: როგორ ესროლა ინდრამ ვაჯრა ვრიტრას; ვულკანი საკურაძიმა და ელვა; ვულკანური ელვა ლაბორატორიაში; მეხი ორჯერ დაეცა; ელექტრული მოვლენები ატმოსფეროში; ელვას ორმაგი სახე; ელვა კოსმოსში ანტინაწილაკებს ასხივებს; ელვა ზესწრაფი რენტგენული კამერით გადაიღეს; გიგანტური ელვა ჩინეთის თავზე; რა არის სპრაიტი?(დალი)).