პირველად აღმოჩენილი შავი ხვრელი ნამდვილად არსებობს

ასტრონომებმა გედი X-1-ის სახელით ცნობილ ობიექტამდე ზუსტი მანძილი დაადგინეს, ის არის ყველაზე პირველი ობიექტი, რომელიც შავ ხვრელად იქნა აღიარებული(The Astrophysical Journal; Physics World).

გედი X-1(Cygnus X-1, ან Cyg X-1) – ეს არის 1964 წელს გედის თანავარსკვლავედში აღმოჩენილი რენტგენის გამოსხივების წყარო. პრაქტიკულად მაშინვე, ასტრონომებმა ივარაუდეს, რომ ამ გამოსხივების წყარო შავი ხვრელია, რომელიც ორმაგ სისტემაში ბრუნავს ცისფერ ზეგიგანტთან ერთად. თუმცა ბევრი სპეციალისტი ამ მტკიცებულებას არ იზიარებდა, რადგან Cyg X-1 შეიძლება ყოფილიყო არა ხვრელი, არამედ ნეიტრონული ვარსკვლავი. სკეპტიკოსთა სიაში შედიოდა ცნობილი ბრიტანელი ასტრონომი და მეცნიერების პოპულარიზატორი სტივენ ჰოკინგიც, მან 1974 წელს ნიძლავიც კი დადო , რომ ეს არ იყო შავი ხვრელი.

 Cyg X-1-ის ხვრელად ცნობის საქმეში მთავარი წინაღობა იყო ობიექტამდე მანძილის არ ცოდნა. ასტრონომები გედის თანავარსკვლავედში მდებარე შავი ხვრელის მასას ადგენენ იმის მიხედვით თუ როგორ ურთიერთქმედებს იგი თავის კომოპანიონ ზეგიგანტ ვარსკვლავზე. თუმცა ზუსტი მონაცემების მისაღებად აუცილებელია ვარსკვლავის მასის ცოდნა. ამ პარამეტრის გამოთვლა ეფუძნება სიკაშკაშეს – რაც უფრო ელვარეა ვარსკვლავი, მით მეტია მისი მასა. ხილული სიკაშკაშე დამოკიდებულია მანძილზე – რაც უფრო შორსაა იგი დედამიწიდან მით უფრო მკრთალად გამოიყურება მნათობი. ხსენებულ ობიექტამდე მანძილი კი დღემდე არ იყო ცნობილი, რადგან ვარსკვლავი საკმარისად შორსაა მასზე ოპტიკურ დიაპაზონში დაკვირვებების განსახორციელებლად.

 ახალი კვლევის ავტორებმა გააანალიზეს მონაცემები, შეგროვებული რადიოტელესკოპების მასივით Very Long Baseline Array. ხდებოდა სხვადასხვა ადგილზე დამონტაჟებული ტელესკოპებიდან მიღებული მონაცემების შედარება, ამ მონაცემებით მოხერხდა მანძილის დადგენა დედამიწიდან Cyg X-1-მდე – 6050 სინათლის წელი, პლიუს-მინუს 400 ს.წ. ამ შემთხვევაში ზემოთ ხსენებული მეთოდის მიხედვით დადგინდა, რომ ზეგიგანტის მასა 19-ჯერ , ხოლო რენტგენის წყაროს მასა კი 14,8-ჯერ მეტი მეტია მზისაზე.

Very Long Baseline Array.

 ახალი მნიშვნელობა რამდენიმეჯერ მეტია კრიტიკულზე, რომელიც ერთმანეთისგან ნეიტრონულ ვარსკვლვასა და შავ ხვრელს გამოყოფს (მასიური ვარსკვლავი ევოლუციის მერე ამ ორი ობიექტიდან რომელიმედ გადაიქცევა ხოლმე). ამგვარად, ახალ ნაშრომში მოყვანილია მტკიცებულება იმისა, რომ ყველაზე პიველი ხვრელი ნამდვილად ხვრელია(შავი ხვრელის მიერ პოლარიზებული გამოსხივება).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *