ორფენიანი კრატერები მარსზე

 მეცნიერები ორფენიანი მარსული კრატერების გამოცანის ამოხსნას ცდილობენ.  საუბარია უნიკალურ ორფენიან კრატერებზე, რომლებსაც ორიგინალში ” double-layered ejecta (DLE) craters” უწოდებენ. ამ კრატერებში, რომლებშიც ვულკანური ლავას ორჯერადი ამოფრქვევის კვალი დაიმზირება, კრატერის ორმაგი კედლები წარმოიქმნა, სადაც ერთი ფენა მეორეზე დევს.
წითელი პლანეტის ზედაპირზე პირველი ორფენიანი კრატერები ჯერ კიდევ 1970 წელს მისია ”ვიკინგით”(1) აღმოაჩინეს. მას შემდეგ მკვლევარები მაქსიმალური ძალისხმევით ცდილობდნენ მათი წარმომავლობის დადგენას. დღეისათვის მათთვის 600 ასეთი კრატრია ცნობილი.
 ა.შ.შ-ს ბრაუნის სახელობის უნივერსიტეტის გეოლოგები თვლიან, რომ მეორე ფენა ამ კრატერებში მაშინ წარმოიქმნა, როცა პლანეტის ზედაპირი ყინულის სქელი ფენებით იყო დაფარული და ლავას ამოფრქვევა წიაღიდან ზედაპირისკენ ხდებოდა. ყინულის სისქე ჩრდილოეთ განედებზე 50 მეტრამდე უნდა ყოფილიყო. განსაკუთრებული განმასხვავებელი თვისება სხვა კრატერებისგან ისაა, რომ ორფენიანებს ახლოს მდევარე პატარა კრატერი-კომპანიონები არ გააჩნიათ. ორფენიანი კრატერები შიგა კლდოვანი ქანების დიდი აფეთქებებით ამოფრქვევის შედეგია(კიდევ მარსზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.