ორი მზისმაგვარი ვარსკვლავი

 ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ასტრონომებმა ორი ვარსკვლავი გამოიკვლიეს, რომლებიც ყველაზე უფრო ჰგვანან მზეს(ESO).  ესენია მორიელის 18 და HIP 102152 თხის რქას თანავარსკვლავედში. დაკვირვებათა ღირებულება იმაშია, რომ ისინი მზისგან ასაკით განსხვავდებიან, რის ხარჯზეც ასტრონომებმა ჩვენი მნათობის წარსულსა და მომავალშიც ჩაიხედეს.
 ორივე ვარსკვლავს, როგორც კვლევის ავტორები წერენ, თავიდან იგივე შემადგენელი ჰქონდათ, როგორიც მზეს ფორმირების დროს. გარდა ამისა, მათი მასები ძალიან ახლოსაა მზისასთან, სწორედ მასა წყვეტს, ქიმიურ შემადგენელთან ერთად, როგორი ხასიათი ექნება ვარსკვლავის ევოლუციას. დაკვირვებების მიხედვით მორიელის 18 1,7 მლრდ. წლით აზხალგაზრდაა მზეზე(2,9 მლრდ. წელი 4,6 მლრდ. წლის წინააღმდეგ), ხოლო HIP 102152 ჩვენს მნათობზე 3,6 მლრდ. წლით ხნიერია. მისი ასაკი 8,2 მლრდ. წელს აღწევს.
ძალიან დიდი ტელესკოპის(VLT) გამოყენებით მიღებული სპექტრებით მეცნიერებმა ორივე ვარსკვლავის ქიმიური შემადგენელი დაადგინეს, რითაც ამ ელემენტთა თანაფარდობის ცვლილებაც გაირკვა. ასტრონომთა განსაკუთრებელი ინტერესი ლითიუმმა გამოიწვია, რადგან მზე ამ ელემნტის მცირე შემცველობით გამოირჩევა, სხვა ვარსკვლავების ფონზე. დიდი ხნის განმავლობაში გაურკვეველი რჩებოდა, ეს დეფიციტი ვარსკვლავური სიცოცხლის ციკლზე იყო დამოკიდებული, თუ იმ გარემოზე, სადაც მზე ფორმირდებოდა.
 მსგავსი მასებისა და განსხვავებული ასაკის ორი ვარსკვლავის შესწავლამ დამატებითი არგუმენტი მისცა თეორიას, რომლის მიხედვითაც ლითიუმი ნებისმიერი ვარსკვლავის შიგნით იშლება, რომლის მასა ერთი მზის მასის ტოლია. მორიელის 18-ში მეტი ლითიუმი აღმოჩნდა, ხოლო HIP 102152-ში ნაკლები. გარდა ამისა, მეცნიერებმა სხვა ელემენტთა კონცენტრაციების შესახებამ მიიღეს მონაცემები, როგორც მსუბუქებზე(ნახშირბადი და ჟანგბადი), ასევე მძიმეებზე(ნიკილსა და რკინამდე): ისინი ლითიუმის ”ამოწვის” ჰიპოთეზას ეთანხმებიან.
ლითიუმი თერმობირთვულ რექაციებში იწვის, თუმცა ამავე რეაქციებში ბერილიუმ-7-ის ბირთვისა და ელექტრონის მონაწილეობით ჩნდება. ბერილიუმ-7, თავის მხრივ, ჰელიუმის ორი ბირთვის შერწყმით ფრომირდება. თავდაპირველ ლითიუმის წყაროს როლში ვარსკვლავთშორისი გაზი გამოდის, რადგან მისი მცირე რაოდენობა სამყაროს გაჩენისა და შემდგომი ნუკლეოსინთეზის დროს წარმოიქმნა(სამყაროს პირველი ელემენტები: წყალბადი, ჰელიუმი, ლითიუმი; მოკლედ დიდი აფეთქების შესახებ; პირველი ვარსკვლავები; მათუსალას ვარსკვლავის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.