ორმზიანი პლანეტის შავი ხეები

 ახალი კვლევის თანახმად, დედამიწის ტიპის ეგზოპლანეტებზე, რამდენიმე ვარსკვლავით, შავი ან რუხი ხეები და ბუჩქნარები შეიძლება გაიზარდოს. მცენარეთა ფერი სინათლის თავისებურებებით არის განპირობებული, ფოტოსინთეზი მზის სინათლეს ენერგიად გარდაქმნის.

 ”თუ პლანეტა ორი და მეტი ვარსკვლავისგან შემდგარ სისტემაში მდებარეობს, მაშინ მასთან ფოტოსინთეზისთვის საჭირო ორი ან მეტი წყარო იქნება. ვარსკვლავის ფერს მისი ტემპერატურა განსაზღვრავს, შესბამისად, სინათლის ფერსაც, რომელსაც მცენარე ფოტოსინთეზის დროს იყენებს. ამიტომ ვარსკვლავის ფერზეა დამიკიდებული, როგორ განვითარდება მცენარეული საფარი”- აცხადებს ჯეკ ომელი-ჯეიმსი, წამყვანი მეცნიერი შოტლანდიის სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტიდან.

დედამიწაზე, მცენარეთა უმრავლესობა მწვანე ფერისაა, რადგან ისინი ფოტოსინთეზისთვის ქლოროფილს იყენებენ. ქლოროფილი სინათლის ცისფერ და წითელ ნაწილს შთანთქავს, რაც ლოგიკურიცაა, რადგან ცისფერი ყველაზე ენერგიულია, ხოლო წითელი ფერი დიდი რაოდენობით გამოსხივდება მზიდან. ქლოროფილი მწვანე ფერს ირეკლავს, სწორედ ამიტომ აქვს ფოთლებს ეს ფერი. თუმცა ვერავინ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ სხვა პლანეტის მცენარეული საფარი იგივე ფერის იქნება, როგორსაც ჩვენ მივეჩვიეთ და არა ვარდისფერი ან წითელი.

 კვლევაში განიხილებოდა წითელი ჯუჯები და მზის ტიპის ვარსკვლავები. ჩვენს გალაქტიკაში ძირითადად ასეთი ტიპის ვარსკვლავებია გავრცელებული, ამასთნ 25% მზისმაგვარი და 50% წითელი ჯუჯა ვარსკვლავები რამდენიმე ვარსკვლავიან სისტემებშია გაერთიანებული. ამავე დროს, ასეთი ტიპის მნათობები უფრო ხნიერი და სტაბილურია, რაც სისტემაში სიცოცხლის გაჩენის ალბათობას ზრდის. კვლევის ავტორებმა კომპიუტერული მოდელირება გააკეთეს და დაასკვნეს, რომ ასეთი ტიპის სისტემებში შემავალი პლანეტების ფლორა, დედამიწიაზე არსებული მცენარეული საფარისგან სრულიად განსხვავებული იქნება.

 წითელი ჯუჯას გარშემო მბრუნავ პლანეტაზე, სინათლის მთლიანად მშთანთქმელი შავი ფერის მცენარეები იქნება, ასეთი ტიპის ვარსკვლავების დაბალი ელვარების გამო. ”უცხო” მცენარეები რთულ პირობებს სხვა საშუალებებითაც შეიძლება შეეგუოს. მაგალითად, თუ პლანეტა მზისმაგვარი ორი ვარსკვლავის სიტემაში მდებარეობს, მცენარეები მომაკვდინებელი ულტრაიისფერი სინათლის ბლოკირებას შეეცდება, როგორც ეს დედამიწაზე ხდება. მცენარეები, ფოტომასინთეზირებელი ბაქტერიების სახლად შეიძლება იქცეს, რომლებსაც ექნებათ უნარი გადაადგილდნენ ვარსკვლავის უეცარი ანთებების დროს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.