ორმაგი ვარსკვლავთგროვა პერსევსში

 არც ისე ბევრი ვარსკვლავური გროვა ჩანს ერთმანეთთან ასე ახლოს. ღია ვარსკვლავური გროვების ეს წყვილი, დედამიწიდან 7 ათასი სინათლის წლის მანძილზე, პერსევსის თანავარსკვლავედში მდებარეობს. მათი დანახვა შესაძლებელია ბინოკლით, კარგად ჩაბნელებული ადგილებიდან კი შეუიარაღებლადაც. პირველად, ციური სხეულების სიაში ის, ბერძენმა ასტრონომმა, ჰიპარქემ შეიყვანა, ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 130 წელს. ახლა ისინი პერსევსის h და χ-ის სახელებით არის ცნობილი, იგივე NGC 869 (მარჯვნივ) და NGC 884. გროვებს შორის მანძილი სულ რაღაც რამდენიმე ასეული სინათლის წელია, ხოლო მათში შემავალი ვარსკვლავები გაცილებით ახალგაზრდა და ცხელია, ვიდრე ჩვენი მზე. გროვები არა მარტო ფიზიკურად არის ერთმანეთთან ახლოს, მათი ვარსკვლავების ასაკიც თითქმის ერთნაირია. სავარაუდოდ, ორივე ერთ ვარსკვლავთწარმომქმნელ უბანზე ფორმირდებოდა (ვარსკვლავური აკვნის პირველი სამგანზომილებიანი მოდელი; სამი გროვა გემის კიჩოში; როგორ კვდებიან ვარსკვლავები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.