სამი გროვა გემის კიჩოში

 გალაქტიკური, იგივე ღია ვარსკვლავური გროვები საკმაოდ ახალგაზრდაა. ისინი ირმის ნახტომის სიბრტყეში იბადებიან, ხოლო ვარსკვლავების რაოდენობა მათში თანდათანობით მცირდება, რადგან მნათობები გალქტიკური მოქცევითი ძალებითა და სხვა ვარსკვლავების გრავიტაციით გამოიტყორცნება. სამ გრადუსზე ცოტა მეტი ხილული ზომის ამ ტელესკოპურ ფოტოზე, გალაქტიკური ვარსკვლავური გროვების სამი კარგი მაგალითია გამოსახული, რომლებიც სამხრეთ გემის კიჩოს თანავარსკვლავედში მდებარეობს. მარცხნივ ქვემოთ – M46, რომლამდე მანძილი 5500 სინათლის წელია. ცენტრიდან მარჯვნივ – M47, ზემოთ კი NGC 2423, მანძილი – 1600 და 2500 სინათლის წელი, შესაბამისად. M46-ის ასაკი დაახლოებით 300 მილიონი წელია, მასში ასეულობით ვარსკვლავია, ზომა კი 30 სინათლის წელი. მახვილი თვალი პლანეტურ ნისლეულ NGC 2438-საც შეამჩნევს, M46-ის ცენტრიდან ზემოთ და მარცხნივ. თუმცა, ამ ნისლეულის ცენტრალური ვარსკვლავის ასაკი რამდენიმე მილიარდი წელია (როგორ კვდებიან ვარსკვლავები) და ახალგაზრდა M46-ის ფონზე შემთხვევით აღმოჩნდა. M47 კიდევ უფრო ახალგაზრდა და კომპაქტურია – 80 მილიონი წელი და 10 სინათლის წელი. ვარსკვლავური გროვა NGC 2423 უკვე 750 მილიონი წელია არსებობს. მასში შემავალ ერთ-ერთ წითელ გიგანტ ვარსკვლავთან ეგზოპლანეტა იქნა აღმოჩენილი (როგორ ადგენენ ვარსკვლავის ასაკს?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.