ორი კომეტის შეხვედრა: ZTF და ATLAS

 კომეტა C/2022 E3 (ZTF), დედამიწის ჩრდილოეთ ცაზე მოძრაობს, მისი ელვარება კი იკლებს. ამ ტელსკოპურ გამოსახულებაზე ის, კომეტა C/2022 U2 (ATLAS)-ის ახლოს აღმოჩნდა. 6 თებერვალს გადაღებულ ამ ფოტოზე, რომელიც გერმანიაში, ბავარიის ტყეში არსებული ობსერვატორიიდან გადაიღეს, მენახირის თანავარსკვლავედის 2,5 გრადუსიანი სივრცეა აღბეჭდილი. ხანგრძლივპერიოდიანი კომეტები 2022 წელს აღმოაჩინეს, ცის დამზერის პროექტებით – ZTF (ფ. ცვიკის სახელობის მოწყობილობა ტრანზიენტული ობიექტების აღმოსაჩენად) და ATLAS (პოტენციურად საშიშ ასტეროიდებზე გამაფრთხილებელი სისტემა). კომეტებმა, პერიჰელიუმს წინა თვეში მიაღწია და ახლა მზის საწინაამდეგო მიმართულებით მოძრაობენ. გაცილებით მკრთალი კომეტა ATLAS,  ჩვენს პლანეტას 29 იანვარს მოუახლოვდა – 4,6 სინათლის წუთის მანძილზე, ხოლო 2 თებერვალს – 2,4 სინათლის წუთამდე (რა არის სინათლის წელი?). მას არ აქვს ისე კარგად გამოხატული კუდები, როგორც ZTF-ს, რომელიც შეუიარაღებელი თავლითაც კი ჩანდა (კომეტა C/2022 E3 (ZTF)-ის კუდები). თუმცა, ATLAS -საც აქვს მომწვანო კომა – ორატომიანი ნახშირბადის მოლეკულების გამოსხივება, ფლუორესცენცია მზის გამოსხივების ზემოქმედებით (გაზის იონიზაცია). კომეტა ZTF, რომელიც ბინოკლშიც ჩანს, დედამიწის ცაზე მოგზაურობას აგრძელებს, 11 თებერვალს კი 1 გრადუსამდე მიუახლოვდა მარსს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.