ორიონის LL: კოსმოსური ქარების შეჯახება

 კოსმოსში როგორ შეიძლებოდა წარმოქმნილიყო ასეთი უზარმაზარი რკალი? ეს ნატიფი რკალისებრი სტრუქტურა, ნახევარი სინათლის წლის ზომის სათაო დარტყმითი ტალღაა, რომელიც ახალგაზრდა ვარსკვლავისა – ორიონის LL და ორიონის ნისლეულიდან მქროლი ქარების შეჯახებით გაჩნდა. ორიონის ვარსკვლავთ წარმომქმნლი რეგიონის მახლობლად მოხეტიალე ცვალებადი ვარსკვლავი – ორიონის LL, ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია და ძლიერ ვარსკვლავურ ქარს უშვებს. მისგან, გაცილებით მეტი სიმძლავრის ქარი ქრის, ვიდრე ზრდასრული მზისგან(აქტიური მზე). სწრაფი ვარსკვლავური ქარისა და ნელა მოძრავი გაზის შეჯახებისას, დარტყმითი ტალღა წარმოიქმნება, იმ ტალღის მსგავსად, როგორიც წყალზე მცური ნავისგან ან ბგერაზე სწრაფად მფრენი თვითმფრინავისგან ჩნდება. გაზის ნელი ნაკადი, ორიონის ნისლეულის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ცხელი ვარსკვლავებიდან გამოედინება, ე.წ. ორიონის ტრაპეციიდან, მარჯვენა დაბალ კუთხეში გამოსახულებაზე. ორიონის LL-ის შემომფარგლავი დარტყმითი ფრონტის სამგანზომილებიან გამოსახულებას თასის ფორმა აქვს. მისი ყველაზე უფრო ელვარე ნაწილი ”ქვედა” კიდეს შეესაბამება. ორიონის ვარსკვლავთ წარმომქმნელ რეგიონში, რთული და არასტაბილური სტრუქტურის მქონე უამრავი ასეთი წარმონქმნი დაიმზირება. მაგალითად, მარჯვენა მაღალ კუთხეში, სუსტად მანათობელი ვარსკვლავის გარშემო წარმოქმნილ სათაო დარტყმით ტალღას ვხედავთ. ეს შედგენილი ფერადი გამოსახულება, 1995 წელს ჰაბლის სახელობის ორბიტალური ტელესკოპის საშუალებით მიიღეს, რომელიც ორიონის ნისლეულის მოზაიკის ნაწილს წარმოადგენს(დარტყმითი ტალღა; უკუდარტყმითი ტალღა ზეახლის ნარჩენში; ჩერენკოვის გამოსხივება).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.