ნოკია ტელეფონი ურეკავდა…

ნოკია ტელეფონი ურეკავდა…

 2 ივლისი უფოლოგის დღეა. ეს დღესასწაული ეძღვნება მათ, ვინც იკვლევს მოვლენებს, რომლებიც ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება და საგნებს, რომლებსაც არამიწიერ წარმოშობას მიაწერენ(sputnik-georgia.ru).

 არსებობს თუ არა უცხო სიცოცხლე? უცხო ცივილიზაციები? მოდიან თუ არა ისინი ჩვენთან და თუ მოდიან, რა მიზნით? ჯერჯერობით უცნობია.

amo da astronavtebi საიტი ”სპუტნიკი”, ქართველ უფოლოგს, ირაკლი შონიას ესაუბრა, რომელმაც ამ სფეროში მიღებული გამოცდილების შესახებ ილაპარაკა, მოგვცა რჩევები, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელი კონტაქტზე გამოსვლას მოინდომებს.

 ქართული უფოლოგია რეგრესს განიცდის. ამ სფერომ ოთხმოცდაათიან წლებში დაიწყო კვდომა, როცა ქვეყანა უამრავმა მენციერმა დატოვა, ამბობს შონია.

 ”ვაგროვებთ ინფორმაციას, ამოუცნობი ობიექტების გამოვლენის ფაქტებს, ვესაუბრებით თვითმხილველებს, კვლევების ჩატარება კი არ შეგვიძლია” – დასძენს ის.

”უამრავი ფაქტი არსებობს იმისა, რომ უცხო ცივილიზაციები ნამდვილად არსებობენ. ახლოვდება დრო, როცა ჩევნსა და მათ შორის კონტაქტი დამყარდება” – ხაზგასმით ამბობს უფოლოგი.

 არამიწიერი ენერგიის აღმნუსხველი ან გამზომი მოწყობილობა თანამედროვე კაცობრიობას არ გააჩნია(ახალი ამბავი). მიუხედავად ამისა, არამიწიერი არსებები მაინც გვახსენებენ თავს. იყო შემხთხვევები, როცა უცხოპლანეტელები ვიდეოგადაღბას გვიფერხებდნენ.

alienebi da bavshvi ”კამერები და ფოტოაპარატები ფუჭდებოდა, ოპერატორებს ცხვირიდან სისხლდენა ეწყებოდათ, ადამიანები, უბრალოდ, იძინებდნენ”.

 შონიას თქმით, ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოდან ქართველი სპეციალისტები მონაცემთა ბაზას ქმნიან. მასში 21 უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელთა შესახებ ინახება ინფორმაცია, რომლებიც ადამიანებთან კონტაქტზე გამოვიდნენ. ზოგი ჩვენს დასახმარებლად სხვა გალქტიკიდან მოვიდა(მოფრინდა, ტელეპორტირდა), ზოგიც უარყოფითი ენერგიის გასაფილტრად.

”თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში არამიწიერი არსება ცხოვრობდა. გვაწვდიდა ინფორმაციას, ხატავდა. ორი ერთნაირი, ტიპიური შემთხვევა არ არსებობს. ყველა ეს არსება, სხვადახვა გალაქტიკებსა და პლანეტებს ასახელებდა”.

”ნეგატიური ენერგია არა მარტო ადამიანს აზიანებს, არამედ მთელს კოსმოსს, ჩვენ კი მისი განუყოფელი ნაწილი ვართ. თუ ჩვენ დავიღუპეთ, დაიღუპებიან ისინიც”.

 რაც შეეხება შესაძლო საფრთხეს, უფოლოგი დარწმუნებულია, რომ უცხოპლანეტელები მაშინ ავლენენ აგრესიას, როცა თვითონ ადამიანი ავლენს ამას.

 ”კომუნიკაციის იმ საშაულებას იყენებენ, რომელსაც ადამიანი შესთავაზებთ. ის, რომ უცხოები ადამიანებს იპარავენ, ჰოლივუდელი რეჟისორების დრამატურგიაა და სხვა არაფერი”.

 ”ადამიანები ყვებოდნენ, როგორ ჩააცვეს სკაფანდრი, როგორ მოხვდნენ სხვა პლანეტებზე. აღსანიშნავია, რომ შემოწმებულ იქნა ამ ადაიანთა ფსიქიკური მდგომარეობა, მათი ადექვატურობა და რეალობის აღქმის უნარი”.

უცხოპლანტელები არ შედიან კონტაქტში ყველასთან.

alienebi ratom ”იყო შემთხევა, როცა ცნობილი გახდა, რომ ქალაქ რუსთავის ერთ-ერთ ოჯახში უცხოპლანეტელი ცხოვრობდა. მათ კართან რიგი დადგა, ადამიანები ავადმოყოფობისგან განკურნებას ითხოვდნენ. ასე არ ხდება, უცხოები თვითონ ირჩევენ ადამიანებს”.

 შონია ირწმუნება, რომ უცხოპლანეტელების არ უნდა გვეშინოდეს. უნდა გვესმოდეს, რომ ისინი გაცილებით განვითარებულნი არიან, ვუდრე ჩვენ და აზრების წაკითხვა შეუძლიათ. ამიტომ, დადებითი განწყობა უნდა შევინარჩუნოთ და მომხვდურები თვითონ მოძებნიან ინფორმაციის გადმოცემის მეთოდს.

ucxos xeli ჯერ კიდევ 10-15 წლის წინათ, ეკლესია კატეგორიულად უარყოფდა უცხო ცივილიზაციების არსებობას. ახალი ფაქტების, მასალებისა და დოკუმენტური ფილმების გამოჩენის მერე, მათი აზრი შეიცვალა, თუმცა, ნეგატიურ ძალებს მიაკუთვნებენ ამ მოვლენებს(ვატიკანი უცხოპლანეტელებით ინტერესდება). კონტაქტიორები კი ამ ყველაფრის გადატანის მერე, კიდევ უფრო ეკლესიურები ხდებიან, ამბობს შონია(ანომალური მოვლენები).

Show Comments Hide Comments

One thought on ნოკია ტელეფონი ურეკავდა…

  1. ეკა ამბობს:

    რუსთავში სასჯელი მოიხსდა ალბათ თორე ნებით აქ რა მოიყვანდა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *