ნეიტრონული ვარსკვლავი – სწრაფი რადიო იმპულსების წყარო?

 პირველი სწრაფი რადიო იმპულსი(fast radio burst, FRB) დაახლოებით 10 წლის წინათ იქნა რეგისტრირებული. მას მერე, ასეთი მოვლენების ძალიან მცირე რაოდენობა იქნა ”გამოჭერილი”. ითვლებოდა, რომ FRB-ს გაჩენა ისეთი ზემკვრივი ობიექტების შეჯახებით ჩნდებოდა, როგორებიც ნეიტრონული ვარსკვლავებია(ზეახალი ვარსკვლავი).

 თუმცა, 2012 FRB (FRB 121102)-ს აღმოჩენამ, რომელიც ერთნაირი პერიოდულობით მეორდება, იმაზე მიუთითებს, რომ იმპულსის გაჩენისას მისი წყარო არ იშლება. FRB 121102-ს განმეორებადობამ, მეცნიერებს საშუალება მისცა მისი ზუსტი მდებარეობა დაედგინათ – 3 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე პატარა გალაქტიკა(სწრაფი რადიოიმპულსების წყარო დადგენილია), რომელიც არაფრით განსხვავდება სხვებისგან.

FRB 121102-ს რადიო სპექტრის გახმოვანება.

 პუარტე რიკოში მდებარე, მსფოლიოში  ზომით მეორე არესიბოს რადიო ტელესკოპის საშუალებით, ასტრონომთა ჯგუფმა FRB 121102-ს რადიო იმპულსის პოლარიზაციის(ელექტრომაგნიტური ტალღის დაძაბულობათა ვექტორების მიმართული რხევის მოვლენა) სწრაფად და უჩვეულოდ ცვლილება აღმოაჩინა, რაც ამ წყაროს ექსტრემალურ გარემოში მდებარეობაზე მიუთითებს – მაღალი ტემპერატურა და ძლიერი მაგნიტური ველი. იმპულსის მცირე ხანგრძლივობა კი წყაროს საკმაოდ მცირე ზომებზე მეტყველებს. ამ ფაქტებიდან გამომდინარე, ყველაზე უფრო საუკეთესო ვარიანტი შავ ხვრელთან(რაც შავი ხვრელების შესახებ უნდა ვიცოდეთ) ახლოს მოძრავი ნეიტრონული ვარსკვლავი თუ იქნებოდა.

 მიუხედავად ამისა, ეს არ არის მოვლენის ბუნების მხოლოდ შავი ხვრელითა და ნეიტრონული ვარსკვლავით ახსნის ერთად-ერთი ვარიანტი. FRB 121102-ს წყარო, ზეახლის აფეთქების ნარჩენი მტვრისა და გაზის ღრუბლის განსაკუთრებული გზით ძლიერად დამაგნიტებაც შეიძლება იყოს. გამოსხივების ასეთი უცნაური პოლარიზაცია ამ ღრუბლის ნაწილაკებთან ურთიერთქმედებითაც შეიძლება მოხდეს, თუმცა ეს გაცილებით ნაკლებად შესაძლებელია, რის გამოც მეცნიერები პირველ ვერსიას აძლევენ უპირატესობას.

ორი პულსარი(ანიმაცია).

გამოცანა, გამოცანადვე რჩება. პულსარები, იგივე სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავები, რეგულარული პერიოდულობის მქონე იმპულსებს ასხივებენ. FRB 121102-ც პერიოდულია, თუმცა არარეგულარული. მაგალითად, 4 საათიანი დაკვირვების განმავლობაში ვერცერთი რადიოანთება ვერ იქნა რეგისტრირებული, ხოლო მეხუთე საათზე ერთბაშად 18! (FRB).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *