ნახშირბადის მოულოდნელად ჭარბი რაოდენობა მთვარეზე

 იაპონურმა კოსმოსურმა აპარტმა -- “კაგუია”, რომელიც მთვარის ორბიტაზე მოძრაობს, ძალიან უჩვეულო რამ აღმოაჩინა. ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრი ნახშირბადის იონების ნაკადთა მუდმივი წყაროა, თან თითქმის მთელი ზედაპირიდან, რაც ეწინააღმდეგება არსებულ წარმოდგენას ამ ციურ სხეულზე აქროლადი ელემენტების ძალიან მცირე რაოდენობით არსებობის შესახებ (advances.sciencemag.org).

“აპოლო 11”-ის დაჯდომის ადგილი “კაგუიადან”.

 გამოდის, რომ ნახშირბადი იქ მთვარის ფორმირების დღიდანვე იყო ან ძალიან მალევე გაჩნდა, ჯერ კიდევ 4,5 მილიარდი წლის წინათ (მოკლედ მზის სისტემის შესახებ). ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოდელი მთვარის ფორმირებისა შეჯახებით წარმოქმნის შესახებ გადასახედია, რადგან ის, აქროლადი ელემენტების მიზერულ რაოდენობას მოითხოვს. მონაცემები მიღებულ იქნა ზონდიდან SELENE, რომელიც იაპონიის კოსმოსურ სააგენტოს ეკუთვნის (JAXA) და “ხალხური” სახელით უფრო არის ცნობილი -- “კაგუია” (მთვარის პრინცესის სახელი). 10 წლის წინ, მან მთვარის ორბიტაზე ნახევარი წელი იმუშავა და ბორტზე არსებული ინსტრუმენტებით უამრავი ფასდაუდებელი მონაცემი გადმოსცა.

ერთ-ერთი მთავარი მოწყობილობა იონური მასსპექტრომეტრია, რომელიც “ხედავდა” და მთვარის რუკაზე აღბეჭდავდა ზედაპირიდან ამოსულ ნახშირბადისა და სხვა ელემენტების იონების წყაროებს.

 აღმოჩნდა, რომ იონების ფიქსირება თითქმის ყველგან ხდებოდა, რაოდენობა კი გეოგრაფიული ადგილების მიხედვით იცვლებოდა. ნახშირბადის ასეთი კონცენტრაცია ვერც ზედაპირზე დალექვით აიხსნება და ვერც მიკრომეტეორიტებით, თუმცა საკამათო არც ისაა, რომ მისი გარკვეული რაოდენობა ზემოთ ხსენებული გზაბითაც ხვდება მთვარეზე.

 გაირკვა, რომ შედარებით ახალგაზრდა ვულკანური ბაზალტის შემცველი ვაკეები გაცილებით მეტ ნახშირბადის იონებს ასხივებდა, ვიდრე ხნიერი მთათა სისტემები. ეს ყველაფერი კი იმაზა მეტყველებს, რომ ნახშირბადი მთვარის მანტიაშია, რაც შეჯახებით ფორმირების მოდელს პრობლემას უამნის, რომლის მიხედვითაც, მარსის ზომის პლანეტა თეია, დედამიწას შეეჯახა, გატყორცნილი ფრაგმენტებით კი მთვარე ჩამოყალიბდა (მომხვდურმა პლანეტამ, დედამიწა გაარღვია და კონტინენტები გაწია).

ჰიპოთეტურ თეიასთან შეჯახების ანიმაცია.

 თეიასთან შეჯახება ქანების ინტენსიურ გაცხელებას გამოიწვევდა -- 4-დან 6 ათას გრადუსამდე, რაც აქროლადი ელემენტების მნიშვნელოვან ნაწილს ააორთქლებდა მთვარეს “გამოაშრობდა”. იმის გამო, რომ მთვარე ახლა “მდიდარი და ნოტიოა”, შეჯახების დროს წარმოქნილი ტემპერატურა გაცილებით დაბალი იყო, ან მთვარის ფორმირების მოდელი კიდევ უფრო რადიკალურ ცვლილებებს მოითხოვს.

 ყოველ შემთხვევაში, იაპონელი მეცნიერების ნამუშევარი გვიჩვენებს, რომ მთვარის აქროლადი ნივთიერებების კვლევა უნდა გაგრძელდეს, მომავლის ორბიტული აპარატები და პილოტირებული მისიები საჭირო ინსტრუმენტებით უნდა იყოს აღჭურვილი. კვლევის ავტირთა თქმით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მთვარიდან აორთქლებული ნახშიბადის იონების იზოტოპური შემადგენლის შესწავლა, რითაც ამ ელემენტის ბალანსის დადგენა მოხერხდება -- რამდენი მოიტანა მზის ქარმა, რამდენი მიკრომეტეორიტებმა და ნახშირბადის რა რაოდენობა იყო იქ ყოველთვის (ჰიპოთეზა გიგანტური შეჯახების შესახებმთვარის გაჩენის ორი სცენარი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.