მქუხარე HAT-P-11b

2013 წელს, ფრანგმა ასტრონომებმა, რომლებიც რადიოტელესკოპიდან – GMRT(ინდოეთი), მიღებულ მონაცემებზე მუშაობდნენ, ერთ-ერთ ახლოს მდებარე წითელი ჯუჯას გარშემო მოძრავი პლანეტის ელვარე რადიონათება აღმოაჩინეს. ნეპტუნის მსგავსი პლანეტა 20-ჯერ უფრო ახლოსაა თავის ვარსკვლავთან, ვიდრე დედამიწა მზესთან, რის გამოც HAT-P-11b-ზე ძალიან ცხელა(მიწანეპტუნი).

 პლანეტის რადიონათება რამდენიმე საათი გრძელდებოდა. წყარო ნამდვილად ეს პლანეტა იყო, რადგან ვარსკვლავის მეორე მხარეს მოხვედრის მერე, სიგნალი წყდებოდა. ეს რადიოგამოსხივება ვარსკვლავიდან ამოფრქვეული პლაზმისა და პლანეტის მაგნიტოსფეროს ურთუერთქმედებით წარმოიქმნება. იქ, პოლარული ნათების მსგავსი მოვლენებიც უნდა ხდებოდეს, რომელთა მიმდინარეობას გარკვეული მუდმივი ხასიათი უნდა ჰქონდეს. ფრანგების მიერ დამზერილმა სიგნალმა კი მცირე ხნით იარსება. რთული სათქმელია, კონკრეტულად რამდენი ხანი, თუმცა ერთი წლის მერე, როცა მეცნიერებს იმავე სისტემაზე დაკვირვების ტექნიკური საშუალება გაუჩნდათ, პლანეტა რადიოდიაპაზინში უკვე დუმდა. ანუ, ან არანაირი სიგნალი არ იყო და მონაცემები შეცდომით იქნა დამუშავებული, ან რაიმე ხანმოკლე, ტრანზიტულ მოვლენასთან უნდა გვქონდეს საქმე, რომელიც ამ ეგზოპლანეტის ატმოსფეროში უნდა ჩნდებოდეს, მაგალითად, მძლავრი ჭექაქუხილი.

 ამ ვერსიას ბრიტანელი მენციერები ანვითარებენ, რომლის სასარგებლოდ ორი გარემოება მეტყველებს. 1) საჭირო რადიოსიგნალის წარმოსაქმნელად, პლანეტის ყოველ კვადრატულ კილომეტრზე, წუთში ერთი ელვაა საჭირო, ანუ დედამიწისეულ ყველაზე უფრო მძლავრ ჭექაქუხილზე 500-ჯერ მეტი გაელვებებით. სხვაობა დიდია, თუმცა არა კოლოსალური. 2) დამზერილი რადიოგამოსიხვება არ იყო პოლარიზებული, რაც ელვისთვის არის დამახასიათებელი.elva

 თუ ასეა, პირველი დაკვირვება ჭექაქუხილზე, მზის სისტემის გარეთ, უკვე მოხდა. დამატებითი მტკიცებულებების მიღების შანსი ჯერ კიდევ არსებობს. ატმოსფეროში, წყალბადის ჭარბი რაოდენობით, მძლავრი გაელვებები ციანმჟავას(HCN) მოლეკულების წარმოქმნას იწვევს. სხვა გაზებთან შერევის მერე, ორ-სამ წლიწადში მისი კონცენტრაცია მაქსიმუმს მიაღწევს და ალბათ, დედამიწიდან დეტექტირებისთვის საჭირო დონეს მიაღწევს – ინფრაწითელ დიაპაზონში, შესაბამისი ხაზები უნდა გაჩნდეს. მანამდე, ჯეიმს უების სახელობის ტელესკოპსაც გაიტანენ ორბიტაზე, რომელიც სწორედ რომ ინფრაწითელ დიაპაზონში იმუშავებს(ეგზოპლანეტები;გამდნარი რკინის წვიმა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.